ავტორი:

რატომ მოირგო ანგელოზის ფრთები სალომე ბაკურაძემ - "ერთ ადგილას ვერ გავჩერდებით... ამიტომ, აღარ დაველოდე მომდევნო წელს"

რატომ მოირგო ანგელოზის ფრთები სალომე ბაკურაძემ - "ერთ ადგილას ვერ გავჩერდებით... ამიტომ, აღარ დაველოდე მომდევნო წელს"

"აღარ გიცდი" - ასე ჰქვია გელა გნოლიძის მუსიკაზე შექმნილ სიმღერას, რომლის ტექსტი სოსო თოლორაიას ეკუთვნის და რომელსაც დაახლოებით, 18 წლის წინ თავად სოსო თოლორაია ასრულებდა...

ამ სიმღერის ახალი ვერსია მომღერალმა სალომე ბაკურაძემ ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდამდე ჩაწერა, რომელზეც ვიდეორგოლის გადაღებას აპირებდა, მაგრამ მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, მისი გადაღება რამდენიმე თვით გადაიდო და მხოლოდ ახლა მოხერხდა.

AMBEBI.GE-ს კლიპის ერთ-ერთი კადრი ჩაუვარდა ხელში, სადაც სალომე თეთრი სამოსითა და ანგელოზის ფრთებითაა წარმოდგენილი.

რატომ ანგელოზის ფრთები და რის თქმას აპირებს მომღერალი ამით, მას რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

"კლიპში არა მარტო ანგელოზის ფრთები, არაერთი საკრკაზტული და იუმორისტული ეპიზოდია, რითაც ბევრი რამ არის ნათქვამი თუ ნაჩვენები, მაგრამ ამ ყველაფერს ჯერ ვერ ვიტყვი ბოლომდე, სანამ ვიდეორგოლი არ გამოვა. თუმცა გპირდებით, შთამბეჭდავი კადრები მართლა იქნება, რომელიც "სელფის მუზეუმში" გადავიღეთ, სადაც ყველაფრი ისედაც გასაოცარია...

პირველი ვარ, ვინც იქ ვიდეორგოლი გადაიღო. შეიძლება ითქვას, რომ ის ტერიტორია მთლიანად ავითვისე ისე, რომ ეჭვი მაქვს, კიდევ ვინმეს გაუჩნდეს იქ კლიპის გადღების სურვილი. მოკლედ, გამოვიდა, რომ ყველას დავასწარი... ვიდეორგოლში, ჩემს გარდა, ბევრი ადამიანი მონაწილეობს,“ - გვეუბნება მომღერალი და გვიხსნის, რომ კლიპის შესახებ უფრო ვრცლად ვერ ისაუბრებს, რადგან რეჟისორის თხოვნას ითვალისწინებს, სანამ არ იქნება პროდუქტი მზად, ყველა ეპიზოდი არ გასაჯაროვდეს.

"ძირითადად გოგოები გადავიღეთ და 2 მოცეკვავე ბიჭი, თითქმის ყველანაირი ტიპაჟის გოგონა (ფერადკანიანები, ქერები, ფუმფულები, მოდელები, მოცკვავეები)... რაც მთავარია, თითოეული ცხოვრებაში თავდაჯერებული და რეალიზებული ადამიანია და არც ერთი მათგანი არავის ელოდება - თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, საქმინობს.

მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეში გვერდით დამიდგა და კლიპი გამილამაზა. ამიტომ, მეგობრებიდან დაწყებული, არამეგობრებით დამთავრებული, ვინც მხარში მედგა, ყველას მადლობას ვუხდი. ვიმეორებ, თითოეული საინტერეო ტიპაჟი, ლამაზი და თვითმყოფადი ადამიანია. შესაბამისად კლიპი ფერადი, ბჭყვიალა, გემოვნებიანი უნდა გამოვიდეს" - აღნიშნავს სალომე ბაკურაძე.

- პანდემიის პირობებში როცა კონცერტები შეზღუდულია, თეტარები არ მუშაობს, ახალი სასწავლო წელი პირველკლასელებმა სახლებიდან დაიწყეს, ყოველდღიურად დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა იზრდება, კლიპის გადაღება რისკი არ იყო?

- სიმღერა დიდი ხანია მზად მქონდა, მაგრამ სწორედ არსებული მდგომარეობის გამო გადაღება ვერ მოხერხდა... მართლა რთული პერიოდია და ამიტომაც, ყველა რეგულაციის დაცვით და უდიდესი სიფრთხილით, თუ მუშაობის საშუალება არის, ყველამ საქმე უნდა ვაკეთოთ. ერთ ადგილას ვერ გავჩერდებით. ამიტომ, აღარ დაველოდე მომდევნო წელს და ახლა გადავიღე.

ჩემს საოცარ მეგობარს, ნოდიკო ტატიშვილს, როემლიც ჩემი ცხოვრების მეგზურია, მუდმივად ძმასავით მიდგას გვერდით, გასაოცარი თანადგომა იცის, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი - ამ კლიპის გადაღება 80% მისი დამსახურებაა.

- როდის იხილავს ვიდეორგოლს მაყურებელი?

- მალე, თუმცა ჯერ გრაფიკულად დასამუშავებელია. მინდა, გითხრათ, რომ სიმღერის ვერსიის ავტორი ბორიკო შხიანია. რეჟისორი არის ნესტან სინჯიკაშვილი, ოპეარტორი - ბუდა (ლევან ლეკიაშვილი), სიმღერა ჩაიწერა "ბრავო რეკორდსში", ხმაზე იმუშავა ალეკო ბერძენიშვილმა. გრიმი დავით ფუტკარაძეს ეკუთვნის... მოკლედ, ახლა ველოდები კლიპის საბოლოო ვერსიას, რომელიც იმედი მაქვს, რომ მაყურებელს უნდა მოეწონოს!

ია ჩანტლაძე პანდემიის დროს ტყუპის დედა გახდა - "მთელი "სიმძიმის“ დაძლევა მარტოს მომიწია...ახლა მეუღლეც ჩემთანაა" (ფოტოები)

"სცენიდან ტრიბუნაზე რატომ უნდა გადავიდე?! პოლიტიკაში ბევრი სიბინძურეა" - ეკა ჩხეიძე შვილებზე, პანდემიასა და პოლიტიკაზე

"ბრედ, ყოველთვის ვთვლიდი, რომ საყვარელი და სექსუალური ხარ“ - ჯენიფერ ანისტონისა და ბრედ პიტის ფლირტი  პირდაპირ  ეთერში