ავტორი:

"ბრედ, ყოველთვის ვთვლიდი, რომ საყვარელი და სექსუალური ხარ“ - ჯენიფერ ანისტონისა და ბრედ პიტის ფლირტი  პირდაპირ  ეთერში

"ბრედ, ყოველთვის ვთვლიდი, რომ საყვარელი და სექსუალური ხარ“ - ჯენიფერ ანისტონისა და ბრედ პიტის ფლირტი  პირდაპირ  ეთერში

ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი წლებია დაშორდნენ, მაგრამ ამ წყვილს დღემდე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და ბევრი გულშემატკივრობს. მათი ყოველი საჯარო გამოჩენა ახალი ჭორების საბაბი ხდება.

ამჯერად, ყოფილი ცოლ-ქმრის გაერთიანება ეკრანზე ვიხილეთ. ეს იყო ვარსკვლავების დისტანციური ჩართვა, რა დროსაც ლეგენდარულმა მორგან ფრიმანმა ჰოლივუდის ვარსკვლავების დახმარებით პირდაპირ ეთერში ცნობილი ფილმი, "რიჯმონტის სკოლა“ გააცოცხლა. ვარსკვლავები ონლაინ ფილმის სცენარს კითხულობდნენ და როლებს ირგებდნენ.

56 წლის ბრედმა ბრედ ჰამილტონის როლი მოირგო, მის ყოფილ ცოლს, 51 წლის ჯენიფერ ანისტონს სკოლის „სექს დედოფლის“, ლინდა ბარეტის როლი ჰქონდა, ბრედის დის, სტეისი ჰამილტონის როლს კი 52 წლის ჯულია რობერთსი ასრულებდა.

სცენა ვირტუალურ მაგიდასთან გათამაშდა.

ნახეთ ვიდეო 35-ე წუთიდან:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/RPMvkjP3y5g" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

"გამარჯობა ბრედ, იცი, ყოველთვის ვთვლიდი, რომ ძალიან საყვარელი და სექსუალური ხარ, მოდი ჩემთან“, - ეს ჯენიფერ ანისტონის გმირის ტექსტი იყო ბრედ პიტის გმირისადმი, რომელმაც ყველას ღიმილი მოჰგვარა, მათ შორის, ბრედ პიტსაც და ცოტა უხერხულობაც კი გამოიწვია.

იმ ფაქტმა, თუ როგორ მუშაობდნენ ბრედი და ჯენი ერთობლივად, ჯულია რობერტსი გაამხიარულა, რაც ეკრანზეც გამოჩნდა.

აღნიშნული გადაცემა დღეს უცხოური მედიის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია და მიიჩნევენ, რომ ბრედისა და ჯენიფერის სხეულის ენა, მათი მანერები მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებენ, რომ მათ შორის სიყვარულის განსაკუთრებული ნაპერწკალია.

მიუხედავად იმისა, რომ ბრედ პიტის ახალი სიყვარული პოლონური წარმომავლობის მოდელი, ნიკოლ პოტურალსკია, ფანებს მაინც გაუჩნდათ იმედი, რომ ჯენიფერი და ბრედი ერთმანეთს დაუბრუნდებიან.

"ვაღიარებ, არასწორი ქმედება იყო.. მინდა, ბოდიში მოვუხადო მას", - ნინი ბადურაშვილის პირველი კომენტარი "ფეისბუქ" სკანდალის შემდეგ

სოფიკო ჭიაურელი და სერგო ფარაჯანოვი ლედი გაგას ახალ კლიპში - რატომ გადაწყვიტა მომღერალმა ახალ ვიდეორგოლში წარსულის კადრების გამოყენება

ია ჩანტლაძე პანდემიის დროს ტყუპის დედა გახდა - "მთელი "სიმძიმის“ დაძლევა მარტოს მომიწია...თავიდან ძალიან რთული იყო - ფიზიკურადაც და მორალურადაც"