ავტორი:

"ქართული ოცნება" - 38%, ენმ - 15%, "ევროპული საქართველო" - 6% - Edison Research-ის კვლევის შედეგები

"ქართული ოცნება" - 38%, ენმ - 15%, "ევროპული საქართველო" - 6% - Edison Research-ის კვლევის შედეგები

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, 38% პასუხობს, რომ "ქართულ ოცნებას".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - 15%

ევროპული საქართველო - 6%

23% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემდა ხმას

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 4%

ლეიბორისტული პარტია - 3%

ლელო - 3%

პატრიოტთა ალიანსი - 3%

გირჩი - 3%

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"სამწუხაროდ, ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო" - რას წერს ზურა ჯაფარიძე "გირჩის" დახურულ ჯგუფში

"ყველა პედოფილი მძულს მთელი არსით, იაგოს შეეშალა... ნუ აცვამთ ჯვარზე, იშვიათად მინახავს მისნაირი წესიერი კაცი" - ელისაშვილი