ავტორი:

პრემიუმ კლასის კლასიკური გერმანული სოსისები, რომლთა შეძენასაც საქართველოში შეძლებთ

პრემიუმ კლასის კლასიკური გერმანული სოსისები, რომლთა შეძენასაც საქართველოში შეძლებთ

თქვენი აზრით, სოსისის სამშობლო გერმანიაა თუ ავსტრია? მთელი მსოფლიო ხომ აღიარებს, რომ ყველაზე განსაკუთრებული მზახორცპროდუქტი ამ ორ ქვეყანაში მზადდება, თუმცა ისტორიას თუ გადავხედავთ ამბობენ, ძეხვის სამშობლო მესოპოტამიაა. ეს არის ისტორიული ტერიტორია, რომლის ადგილზეც დღეს ერაყი და საუდის არაბეთია. სწორედ აქაურმა მაცხოვრებლებმა შექმნეს სოსისის პირველი ფორმები ძვ. წ. 3100 წელს.

ისეთი სოსისი კი, რომელსაც დღეს მივირთმევთ, 1805 წლის 13 ნოემბრით თარიღდება. ამ დღეს,გერმანელმა ყასაბმა იოჰან ლანერმა პირველი თანამედროვე სოსისი შექმნა. მან ღორის ფარშს საქონლის ხორცი დაუმატა და ასე შექმნა დღეს ყველასთვის საყვარელი პროდუქტი. ლანერი გერმანელი იყო, მაგრამ ვენაში ცხოვრობდა. სწორედ აქ გახსნა ხორცპროდუქტების დახლიც და მომხმარებელს შესთავაზა სოსისი სახელად „ფრანკფურტერი“. ამ პროდუქტს მისი შექმნის ადგილიდან გამომდინარე დღეს ხშირად „ვენურის“ სახელით მოიხსენიებენ. ეს ფაქტი გახდა მიზეზიც იმისა, რომ დღეს „სოსისის“ სამშობლოს სტატუსს ფრანკფურტი და ვენა, გერმანია და ავსტრია ერთმანეთს ეცილებიან.

თუმცა სოსისის მოყვარულებისთვის ფაქტს, თუ რომელი ქვეყანაა მისი სამშობლო აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ერთი რამ ცხადია, მსოფლიომ შეიყვარა ეს პროდუქტი და სოსისები სხვადასხვა ქალაქის დასახელებით უამრავ ქვეყანაში იქმნება და იყიდება. დღეს 1200-მდე სხვადასხვა სახეობის სოსისი არსებობს, თუმცა გერმანული წარმოშობის ხორცპროდუქტებილიდერობას არ კარგავენ.

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ყველა ქვეყანაში „ფრანკფურტერი“ იგივე „ვენური“. ასევე შესაწვავი სოსისები, რომელთაც შემოკლებული სახით როსტერსაც უწოდებენ. მეტად პოპულარულიასხვადასხვა ტრადიციული თუ არატრადიციული ინგრედიენტებით, მაგალითად, სოკოთი, ყველით შეზავებული სოსისებიც.

სოსისი საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკვებია. ქვეყანაში ათეულობით სახეობის სოსისი იწარმოება და როგორც გავარკვიეთ მათ შორისააისეთებიც, რომელიც გერმანიაშიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს. თუმცა სულ რაღაც 20-30 წლის წინ ქვეყანაში მხოლოდ ზოლიანი გარსაცმის სოსისი იწარმოებოდა. ნელ-ნელა ბაზარზე გამოჩნდნენ ინოვატორი მწარმოებლები და პროდუქცია უფრო მრავალფეროვანი გახადეს. პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით რძიანი სოსისის შექმნა იყო. დღეს კი არა მხოლოდ ტრადიციული სტანდარტული სოსისი, არამედ გერმანელების გამორჩეული სახეობები გერმანული რეცეპტურით მზადდება.

ხორცპროდუქტების ყველაზე დიდი საწარმოს „ნიკორას“ მთავარი ტექნოლოგის ნანა პერტენავას განმარტებით, საწყის ეტაპზე სოსისების რეცეპტებს თავად ქმნიდნენ და მას მეტ-ნაკლებად ქართველების გემოვნებაზე არგებდნენ. ცოტა ხნის წინ კი მათ გერმანიაშიპოპულარული სოსისების კლასიკური რეცეპტით შექმნა დაიწყეს.

„ქართული ხორცპროდუქტების ბაზარზე ჩვენ ყოველთვის ახალი პროდუქტებით გამოვირჩეოდით. საქართველოში, პირველად ჩვენ დავუმატეთ სოსისს რძის ფხვნილი, ჩვენვე დავიწყეთ პირველად ივერია სპეცის, შაშხი მანდოლინას, ნედლაშებოლილი ძეხვეულის და სხვა არაერთი ხორცპროდუქტის წარმოება. ამჯერად კი გადავწყვიტეთ კიდევ ერთი განსაკუთრებული სიახლე შეგვეთავაებინა მომხმარებლისთვის. „ფრანკფურტერი“, „როსტერი“ და „ბერნერი“ -პრემიუმ კლასის,გამორჩეული გემოს, არომატისა და სტრუქტურის სოსისები, მზადდება ევროპული სანელებლებითა და ნატურალური გარსაცმით. მათი გემოვნური თვისებები ბაზარზე არსებული სხვა პროდუქტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. წლების განმავლობაში ვითარდებოდა წარმოების პროცესი და ამავდროულად, იხვეწებოდა მომხმარებლის გემოვნება. შედეგად მივედით განვითარების იმ ეტაპამდე, რომ დავიწყეთ ახალი გემოების შეთავაზება და მომხმარებელმაც დიდი მოწონებით მიიღო,“ - განმარტავს ნანა პერტენავა.

თუ წლების განმავლობაში ქართველები დიდი ემოციებით იხსენებდნენ გერმანიაში დაგემოვნებულ ლუდსა და ლუდის დაფას გერმანული სოსისით, დღეს წარმოების პროცესი საქართველოში იმდენად დაიხვეწა, რომ გერმანული ხორცპროდუქტების ანალოგი უკვე აქაც მზადდება. ხორცპროდუქტების მოყვარულებს შეუძლიათ გერმანელების რჩეული სოსისი საქართველოშიც შეიძინონ და საკუთარი გემოვნების შესაბამისად მოამზადონ ლუდის დაფა.

5 რჩევა, რომელიც ტექნიკის ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ

უძველესი იბერიული სიყვარულის ისტორიის ნაკვალევზე

Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს