ავტორი:

"უნდა დაიბანო ხოლმე გურამ! ნუ გეშინია "ცუდ ტიპობაში" არ ჩაგეთვლება" - რას პასუხობს თაკო ჩარკვიანი ბლოგერს, რომელმაც ის სანდრო ბრეგაძეს შეადარა

"უნდა დაიბანო ხოლმე გურამ! ნუ გეშინია "ცუდ ტიპობაში" არ ჩაგეთვლება" - რას პასუხობს თაკო ჩარკვიანი ბლოგერს, რომელმაც ის სანდრო ბრეგაძეს შეადარა

თაკო ჩარკვიანი, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, მეუღლესთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. ის საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ხან "ფეისბუქ" ლაივებით ატყობინებს საზოგადოებას, ხან კი ტელეეთერებში ერთვება.

ერთ-ერთი ასეთ ჩართვისას ბლოგერმა გურამ შეროზიამ თაკო ჩარკვიანი "კამერების დასანახად პალატაში წამოგორებულ სანდრო ბრეგაძეს" შეადარა:

"სანდრო ბრეგაძე რომ პალატაში წამოგორდა კამერების დასანახად - ეგ რატომ გამახსენდა უცებ??? ისე ცუდადაა, პალატა, ბანკეტი და შეზლონგი აერია, ასე მოხვდა სამი ერთში: კორონა, მზის სათვალე და კვასკვასა პომადა-კონტური " - დაწერა შეროზიამ.

ბლოგერს ჩარკვიანმა მალევე უპასუხა და აღნიშნა, რომ ქალი ნებისმიერი სიტუაციის დროს მოწესრიგებული უნდა იყოს, ხოლო შეროზიას "დაბანვა" ურჩია.

"გურამ შეროზიას (ბლოგერია) მინდა ვუთხრა, რომ, აი,ძალიან ცუდად, რომ ხარ მაშინ, რომ არ ემსგავსები შიშით, ცხოველს და ახერხებ, რომ სიკვდილის შიშით სახე არ დაკარგო და ჰიგიენა არ დაივიწყო - არარაობად არ გაქციოს შიშმა, შესაბამისად, ახლომხედველობის სათვალეც, რომელსაც მუდმივად ხმარობ, გამოიყენო, აი, ეს განგასხვავებს პირუტყვისგან და გურამ შეროზიასგან, რომელსაც ნიჭი "ქალებზე ბჟუტური" და ტლიკინი ჰგონია, რასაც მუდმივად აკეთებს ეს მშიშარა კუდრდღელი, რომელსაც შიშით ვერ წარმოუდგენია, რომ ადამიანური სახე შეიძლება არ დაკარგო ცუდად ყოფნის დროს ქალმაც და კაცმაც...

ნუ, ბლოგერ შეროზიას არ ვგულისხმობ ცხადია - ეს "სხვის ყურმოკრულ" ინტელექტზე დამყნილი პლაგიატი, როგორ გაათამამა უნიჭობამ საოცარია. დროზე რომ არ ვუთხარით ამ "ჰიბრიდს”, რომ მხოლოდ და მხოლოდ "ჩიტია" სულხან - საბასი, სხვა არაფერი, აი, ამის ბრალია!

ჰოდა, დროულად უნდა ვუთხრათ ხოლმე ამ მოგონილ "ტიპებს", რომ თავისუფლება რომელიმე შტრიხის მონობა არ არის, აი, ძალიან რომ გტკივა ცხვირში გათხრილი საყურე და რომ ითმენ ცუდია, მაშინ უნდა გეკეთოს როცა მოგწონს და თან არ გაწუხებს და მერე ცუდად მყოფი ადამიანების ჰიგიენაც აღარ გაგიკვირდება, მოკლედ, ჰიგიენა კარგია, უნდა დაიბანო ხოლმე გურამ, ცუდად რომ ხარ მაშინაც გურამ!!!!

ნუ გეშინია, " ცუდ ტიპობაში” არ ჩაგეთვლება! დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ და რო რამე (ყველა სიკვდილის შვილები ვართ) სიკვდილის წინ დაიბარე, დაგბანონ - კარგია!" - წერს თაკო ჩარკვიანი.

"182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში დადასტურდა... უარს არ ამბობენ დიდ ქორწილებზე, კვლავ ტარდება, რაც ძალიან ცუდია, თავი შევიკავოთ" - მარინა ეზუგბაია

უნიკალური აღმოჩენა ჩეჩნეთში - მეჩეთის ნანგრევებში იპოვეს ქვა ასომთავრული წარწერით, პირველი სიტყვა არის "ქრისტე!"

"ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" 2:1 დაამარცხა - როგორ გამოეხმაურა ქართველების გამარჯვებას პრემიერი