ავტორი:

"14 წლის ბიჭი 9 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, აშინებდა თურმე, - ვინმეს თუ ეტყვი, მოგკლავო"  - შემზარავი დანაშაული კახეთში

"14 წლის ბიჭი 9 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, აშინებდა თურმე, - ვინმეს თუ ეტყვი, მოგკლავო"  - შემზარავი დანაშაული კახეთში

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი, ხოლო მასზე ძალადობის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი, 1989 წელს დაბადებულ ბ.ქ. დააკავეს. შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სამი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ძალადობისთვის ბრალდებულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყურის არეში დაზიანებები მიაყენა.

„პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 117-ე მუხლებით აწარმოებს“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ambebi.ge დაზარალებული ბავშვის მეზობელს ესაუბრა:

"მოძალადის ოჯახს სოფელი კარგად არც იცნობს, კახეთის სხვა სოფლიდან არიან ჩამოსახლებულები. ერთი უბირი ხალხია, არავისთან კონტაქტობენ და მათზე ბევრი არც არაფერი ვიცით. მოძალადე 14 წლისაა, სკოლის მოსწავლეა და მის გარდა მშობლებს კიდევ ორი შვილი ჰყავთ.

ეს ბიჭი თურმე დაახლოებით ერთი წელია, რაც 9 წლის ბიჭზე სექსუალურად ძალადობდა და ბავშვს აშინებდა თურმე, - ვინმეს თუ ეტყვი, მოგკლავო. ამ პატარა ბიჭის მეგობრებს, 8-9 წლის ძმებს დაუნახავთ, როგორ უპირებდა მორიგ ძალადობას მოზარდს და მიხმარებიან, მისი ცემა დაუწყიათ. ის უფროსი იყო და რა თქმა უნდა, მოერია მათ. ამ ცემა-ტყეპის მერე ეს ბავშვები, ძმები გაქცეულან და მამისთვის მოუყოლიათ, ასეთი ამბავი ხდება, უფროსკლასელი ჩვენს მეგობარზე ძალადობს, დავეხმარეთ და ჩვენც გვცემაო.

ბავშვების მამა მისულა სკოლაში, გამოუყვანია ეს 14 წლის ბიჭი, უცემია და ყური გაუჭრია, ეტყობა შეაშინა. როცა მოძალადე ბიჭი სახლში მისულა და მამას ჭრილობა უნახავს, პირდაპირ გავარდნილა პოლიციაში და უჩივლია - ჩემი შვილი სცემეს და ყურს აჭრიდნენო. მამამ არ იცოდა, რას სჩადიოდა მისი შვილი, თორემ შეიძლება არც წასულიყო პოლიციაში. პოლიციამ ორივე დააკავა, მოძალადეც და ბავშვების მამაც, რომელიც მას გაუსწორდა. ისეთი სიტუაცია შეიქნა, სხვა გზა არ ჰქონდა და ბიჭმა აღიარა დანაშაული. ახლა შსს-ს და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები არიან ჩამოსულები. მთელი სოფელი დაკავებული მამის გათავისუფლებას ვითხოვთ, თავდებად დავუდგებით, ვინაიდან არ არის დამნაშავე, მან გამოააშკარავა ეს საშინელება. ყველას დაგვყავს შვილები სკოლაში და ის რომ არა, ვინ იცის, რამდენ ბავშვს გააუბედურებდა ის ავადმყოფი, ეგ ოჯახი კი უნდა წავიდეს ჩვენი სოფლიდან".

"პროკურატურაში მობილური ტელეფონი ჩამომართვეს, ვერაფერს იპოვიან" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ქუთაისში, რესტორან "პალადიუმის" მიმდებარედ 20 წლის ბიჭი დაჭრეს

"სუს-ის თანამშრომელი აღწერს, როგორ გადასცემდა თამარ ბაჩალიაშვილს,  გარკვეული წლების წინ, "ფლეშკებს" და როგორ აძლევდა მითითებებს" - ადვოკატი