ავტორი:

"ალბათ, ბრალდება მივიდა პოზიციამდე, რომ შესაძლოა, მენაბდეს ჰქონოდა ხელში დანა, რომლითაც სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს" - კალანდიას ადვოკატი

"ალბათ, ბრალდება მივიდა პოზიციამდე, რომ შესაძლოა, მენაბდეს ჰქონოდა ხელში დანა, რომლითაც სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს" - კალანდიას ადვოკატი

"ბრალდება ალბათ, მივიდა იმ პოზიციამდე, რომ შესაძლოა, მენაბდეს ჰქონოდა ხელში ის დანა, რომლითაც სარალიძესთვის მიყენებული ჭრილობა ფატალური გამოდგა", - ამის შესახებ დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდის დაკავებას გამოეხმაურა.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, როგორც ზურაბ თოდუა აცხადებს, ხელისუფლება "სერიოზულ დარტყმას მიიღებს" ადამიანის ევროპული სასამართლოდან, ძალიან მალე დაიწყება მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა.

"ჩემთვის უცნობია ბრალის ფორმულირება, სავარაუდოდ, ის ვარაუდია, რასაც მე გამოვთქვამდი მენაბდის და კალანდიას ნაწილში. ბრალდება ალბათ, საბოლოოდ მივიდა იმ პოზიციამდე, რომ შესაძლოა, მენაბდეს ჰქონოდა ხელში ის დანა, რომლითაც სარალიძისთვის მიყენებული ჭრილობა ფატალური გამოდგა.

კალანდია იყო პოლიტიკური დაკვეთით დაპატიმრებული, რათა ხელისუფლება ხელისუფლებაში კიდევ დარჩენილიყო, რამეთუ სხვა მოსაზრების გავრცელების შემთხვევაში, სრულიად მიუღებელი იქნებოდა ბრბოსთვის, რომელიც ხელისუფლებას წალეკვით ემუქრებოდა.

ხელისუფლება თავის დროზე კალანდიას ნაწილში შეასრულა დავალება იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო. დღეს შესაძლოა, გონს მოვიდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს სახელმწიფო სერიოზულ დარტყმას მიიღებს ადამიანის ევროპული სასამართლოდან, სადაც ძალიან მალე განიხილება მიხეილ კალანდიას საქმე“,-აცხადებს თოდუა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გ.მ-მ, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

შეგახსენებთ, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაჩიო საჩივარი საერთოდ დაუშვევბლად მიიჩნია.

სუს-მა 300 000 ევროს სანაცვლოდ რადიოაქტიური ნივთიერების გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა

"ვინც არ უნდა დაისაჯოს, დათოს გაცოცხლება ვერ მოხდება... თუმცა ოჯახს ექნება, თუნდაც მცირედი სამართლიანობის განცდა" - ნესტან ლონდარიძე

"ყველამ იცის, რომ ჩემს შვილს ხელში არაფერი ეკავა, თავადაც დაჭრილი იყო იმ დღეს" - რას ამბობს სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის დედა?