ავტორი:

20 სექტემბრიდან ამერიკაში TikTok-ისა და WeChat-ის აპლიკაციების ჩამოტვირთვა აიკრძალება - ტრამპმა შესაბამისი განკარგულება გამოსცა

20 სექტემბრიდან ამერიკაში TikTok-ისა და WeChat-ის აპლიკაციების ჩამოტვირთვა აიკრძალება - ტრამპმა შესაბამისი განკარგულება გამოსცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Tiktok და WeChat-ის აპლიკაციების გადმოწერა აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი“ აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, ბრძანება გაცემულია და შეერთებული შტატების მაცხოვრებლებს ჩინური სოციალური ქსელების გადმოწერა 20 სექტემბრიდან აღარ შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ ტრამპმა ჯერ კიდევ აგვისტოში მოაწერა ხელი განკარგულებას TikTok-ის მფლობელ კომპანია ByteDance-სთან გარიგებების აკრძალვის შესახებ. პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნული იყო, რომ 45 დღეში ByteDance-თან ყველანაირი გარიგება აიკრძალებოდა.

"აშშ-მ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, TikTok-ის მფლობელების წინააღმდეგ აგრესიული ქმედება უნდა განახორციელოს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოქმედი კომპანიების კუთვნილი და შექმნილი მობილური აპლიკაციები აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას საფრთხეს უქმნის", - აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში.

TikTok-ი და WeChat უარყოფენ აშშ-ის ხელისუფლების ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მათ ჩინეთის მთავრობა აკონტროლებთ, ან ჩინეთის ხელისუფლებას მომხმარებელთა მონაცემებს აწვდიან.

მინი ლაბორატორიული ყუთი, რომელიც კორონავირუსს 90 წუთში ავლენს - მეცნიერების ახალი მიგნება და მისი მუშაობის პრინციპი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კარანტინის 14-დღიანი ვადა არ უნდა შემცირდეს

"მსგავსი სახის კონტენტი წაიშლება საქართველოშიც" - რას აცხადებს Facebook-ის წარმომადგენელი 7 მილიონი პოსტის წაშლაზე