ავტორი:

ჩრდილო კორეელმა სამხედროებმა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირი ჯერ მოკლეს და შემდეგ დაწვეს - მიზეზი, სავარაუდოდ, კორონავირუსის პრევენციაა

ჩრდილო კორეელმა სამხედროებმა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირი ჯერ მოკლეს და შემდეგ დაწვეს - მიზეზი, სავარაუდოდ, კორონავირუსის პრევენციაა

ჩრდილო კორეელმა სამხედროებმა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს და შემდეგ დაწვეს - ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ და გმობენ ამ "სასტიკ ქმედებას“.

როგორც BBC წერს, ოფიციალური სეულის ცნობით, მამაკაცი ჩრდილოეთ კორეის საზღვართან, საპატრულო გემიდან გაქრა და მოგვიანებით, მისი ნაწილობრივ დამწვარი სხეული ჩრდილოეთის წყლებში იპოვეს. მას ჩრდილო კორეელმა ჯარისკაცებმა ესროლეს, შემდეგ სხეულზე ზეთი დაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში ამ დასკვნამდე შესაბამისი ანალიზის საფუძველზე მივიდნენ. უწყებაში განმარტავენ, რომ გარდაცვლილი მეთევზეობის დეპარტამენტში მუშაობდა და გასულ ორშაბათს დაიკარგა. ბოლოს ის ჩრდილოეთ კორეის საზღვრიდან დაახლოებით, 10 კმ-ში, ნავში იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცი ჩრდილო კორეელმა სამხედროებმა ჯერ გამოკითხეს, შემდეგ კი, მისი სიკვდილით დასჯის ბრძანება მიიღეს. უწყებაში სჯერათ, რომ ყოველივე ანტიკორონავირუსული ღონისძიებების ფარგლებში მოხდა.

ფხენიანში აღნიშნულ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

სამხრეთ კორეა გმობს ასეთ სასტიკ პოლიტიკას და მკაცრად მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას პასუხისმგებელი პირების დასჯას.

სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყებაში გმბობენ მომხდარს და ჩრდილოეთ კორეისგან დაუყოვნებლივ მოითხოვენ განმარტებებს

BBC-ის კორესპონდენტი სეულიდან, ლაური ბიკერი იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა კორონავირუსმა არ ავნოს მათ ქვეყანას. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხელისუფლება ემზადება უზარმაზარი სამხედრო აღლუმისთვის, რომელიც 10 ოქტომბერს, "მუშათა პარტიის" 75-ე წლისთავის აღსანიშნად უნდა გაიმართოს. სწორედ ამიტომ, კონტროლი ქვეყანაში კიდევ უფრო გამკაცრებულია.

ფხენიანმა საზღვრები 2020 წლის იანვარში ჩაკეტა, რათა თავიდან აერიდებინათ კორონავირუსის გავრცელება. ივლისში კი ადგილობრივმა სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობამ "მაქსიმალურ დონეზე აიწია".

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საზღვარზე ჩრდილო კორეელი ჯარისკაცები სამხრეთ კორეელს კლავენ. მსგავსი რამ მანამდე 2008 წელს მოხდა, მაშინ სამხრეთ კორეელ ტურისტს ესროლეს.

რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ზაფხულში ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა, საქმე ჰქონდათ COVID-19-ის გამოვლენის პირველ შემთხვევასთან, თუმცა ამ დრომდე ოფიციალურად იქ არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ არის აღრიცხული. აღსანიშნავია, რომ როგორც ჩინურ, სამხრეთ კორეულ და დასავლურ პრესაში წერენ, დიქტატორული რეჟიმი რეალურ ეპიდემიოლოგიურ სურათს მალავს.

რუსეთის დუმის დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა

"პუტინი თვითონაც ყოფილი მზვერავია, მან კარგად იცის, როგორ უნდა მოიქცეს" - რას წერენ ამერიკული გამოცემები აშშ-ის არჩევნებში კრემლის შესაძლო ჩარევაზე

ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის გასაიდუმლოებული ცერემონია - "ეს სიგიჟეა, ჯერ არჩევნები მოიპარა, ახლა კი საკუთარი თავის ლეგალიზებას ცდილობს“