ავტორი:

ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის გასაიდუმლოებული ცერემონია - "ეს სიგიჟეა, ჯერ არჩევნები მოიპარა, ახლა კი საკუთარი თავის ლეგალიზებას ცდილობს“

ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის გასაიდუმლოებული ცერემონია - "ეს სიგიჟეა, ჯერ არჩევნები მოიპარა, ახლა კი საკუთარი თავის ლეგალიზებას ცდილობს“

ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას უკვე ოფიციალურად შეუდგა. როგორც ბელარუსული მედია წერს, მან საპრეზიდენტო ფიცი ინიაუგურაციის ცერემონიაზე დადო, რომელიც მინსკის დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Belta-ს ცნობით, ინაუგურაციას ასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები. მედიაში იმასაც აღნიშნავენ, რომ ცერემონია გასაიდუმლოებული იყო და საზოგადოებამ წინასწარ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

"ვემსახურები ბელარუს ხალხს, პატივს ვცემ და დავიცავ მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებას“, - ეს სიტყვები ლუკაშენკომ ფიცის დადების ცერემონიის დროს წარმოთქვა.

მინსკში მცხოვრები ერთ-ერთი ჟურნალისტი "ტვიტერზე“ წერს, რომ პროტესტის ტალღის თავიდან ასარიდებლად, ქალაქის ცენტრი ჩაიკეტა, ხოლო საზოგადოებას წინასწარ არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის გეგმავდა ლუკაშენკო ინაუგურაციას.

ინაუგურაციის ცერემონიაზე მიმავალ ლუკაშენკოს ესკორტი მიაცილებს - "როიტერსის" ფოტო

"სიგიჟე.. დღეს ლუკაშენკომ თავისი საიდუმლო ინაუგურაცია თავად მოამზადა. მანამდე მან არჩევნები მოიპარა, ახლა კი სურს, თავისი ტრიუმფი გვიჩვენოს და საკუთარი თავის ლეგალიზებას ახდენს“, - წერს "ტვიტერზე" ადგილობრივი ჟურნალისტი ფრანაკ ვიაჩორკა.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Crazy. Today, Lukashenka is organizing the secret inauguration of himself. Earlier, he stole the elections. Now he wants to show a triumph and legalize himself. <a href="https://t.co/BeKPLmjETP">pic.twitter.com/BeKPLmjETP</a></p>&mdash; Franak Viačorka (@franakviacorka) <a href="https://twitter.com/franakviacorka/status/1308678324231835649?ref_src=twsrc%5Etfw">September 23, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ცნობისთვის, ლუკაშენკოს ინაუგურაცია საპროტესტო აქციების დაწყებიდან ექვსი კვირის შემდეგ შედგა. მომიტინგეები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი ისევ ლუკაშენკო გახდა.

საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. დემონსტრაციები სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალეს და ათასობით ადამიანი დააკავეს. ლუკაშენკოს მთავარი ოპონენტი, სვეტლანა ციხანოვსკაია კი ქვეყნიდან გააძევეს.

"სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის საკითხს არ გამორიცხავს", - ნიკოლ ფაშინიანი

ფოტო და ვიდეოკადრები მთიანი ყარაბაღიდან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს

როგორ ეხმაურებიან მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს მოსკოვში, თურქეთსა და ევროპაში