გაზსადენი Nabucco, საიდანაც ევროპა რუსეთის გვერდის ავლით გაზით მომარაგდება, ბუნებრივ აირს საქართველოსა და ერაყის მეშვეობით მიიღებს, - ნათქვამია კონსორციუმ Nabucco Gas Pipeline International-ის ოფიციალურ პრესრელიზში.
კონსორციუმის ხელმძღვანელობამ გაზსადენის აირით მომარაგების ორი - თურქეთ-საქართველოსა და თურქეთ-ერაყის ხაზი უკვე დაამტკიცა, რითაც Nabucco აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და ერაყისაგან გაზის მიღებას შეძლებს.
კიდევ ერთი - მესამე ხაზის გაყვანა, რომელიც თურქეთ-ირანის საზღვრის გავლით უნდა მომხდარიყო, ამ ეტაპზე არ იგეგმება.
გაზსადენი, რომლის გამტარუნარიანობა 31 მილიარდი კუბამეტრია, პირველ ეტაპზე ევროპას 17 მილიარდ კუბამეტრ გაზს მიაწვდის.
შეგახსენებთ, რომ ”ნაბუკო” რუსული გაზსადენის ”სამხრეთ ნაკადის” ძირითად კონკურენტად მიიჩნევა.
Nabucco Gas Pipeline International-ის შემადგენლობაში ბულგარული Bulgargaz-ი, ავსტრიული OMV, უნგრული MOL, რუმინული Transgaz-ი და თურქული Botas-აა გაერთიანებული.
თავიდან Nabucco-ს პროექტი, რომლის მშებელობაზეც 7,9 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, ექსპლუატაციაში 2014 წელს უნდა ჩაეშვათ, თუმცა წელს, მარტში გაკეთდა განცხადება, რომ გაზსადენი მხოლოდ 2018 წელს ამოქმედდებოდა. ”ნაბუკოს” ექსპლუატაციაში ჩაშვების საბოლოო ვადას 2010 წლის შემოდგომაზე ევროკავშირი გადაწყვეტს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.