ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 298-ით გაიზარდა და 5552 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 148-ით გაიზარდა და 2054-ს შეადგენს.

კარატინის რეჟიმშია 5650 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836, ხოლო კოვიდსასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

"კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 735 საწოლია თავისუფალი", - ჯანდაცვის სამინისტრო

"ყველაზე მეტი კვლავ აჭარას უკავშირდება, მეორე ადგილზეა იმერეთი" - როგორ ნაწილდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები

ვინ იყვნენ და სად მკურნალობდნენ კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები