ავტორი:

მარსის ზედაპირის ქვეშ მეცნიერებმა ტბები აღმოაჩინეს - ვარაუდობენ, რომ იქ უკიდურესად მარილიანი წყალი უნდა იყოს

მარსის ზედაპირის ქვეშ მეცნიერებმა ტბები აღმოაჩინეს - ვარაუდობენ, რომ იქ უკიდურესად მარილიანი წყალი უნდა იყოს

მეცნიერებმა მარსის სამხრეთ პოლუსის ნაწილში სამი ტბა აღმოაჩინეს, რომლებიც პლანეტის ზედაპირს მიღმაა. ამის შესახებ BBC წერს. ეს აღმოჩენა საინტერესო იქნება მკვლევართათვის, რომლებიც მარსზე სიცოცხლის არსებობის პოტენციალს სწავლობენ.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ტბებში შესაძლოა, უკიდურესად მარილიანი წყალი იყოს, იმდენად, რომ მასში ვერანაირი მიკრობიოლოგიური ელემენტი ვერ გადარჩეს. ასევე, თვლიან, რომ მარსის ზედაპირზე თხევად მდგომარეობაში წყლის არსებობა თითქმის შეუძლებელია, თუმცა პლანეტის საფარქვეშ, გამორიცხული არაა. ახლა უნდა შეისწავლონ, აღმოჩენილ ტბებში ეხება თუ არა საქმე თხევადი მდგომარეობის წყალს.

აღსანიშნავია, რომ პირველად მარსის სამხრეთ ყინულოვანი საფარის ქვეშ, მეცნიერებმა ტბა 2 წლის წინ აღმოაჩინეს. ახლა კი, ახალი კვლევით დადგინდა, რომ იქ რამდენიმე მსგავსი სტრუქტურის ტბაა.

კვლევის ავტორები იტალიელი მეცნიერები არიან, რომელთა დასკვნაც მარსის ორბიტასთან მოძრავი თანამგზავრის რადარულ მონაცემებს ეყრდნობა. რადარი ფარავს მარსის ფართო არეალს, რამაც მეცნიერებს წითელი პლანეტის უფრო მასშტაბური არეალის შესწავლის შესაძლებლობა მისცა.

მიიჩნევენ, რომ ამ ტბების აღმოჩენამ, პლანეტაზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის შესახებ, შეიძლება მკვლევარებს პასუხები უფრო მალე აპოვნინოს და ასევე, პლანეტაზე არსებული კლიმატური პირობების შესწავლაც გამარტივდეს.

ესპანელი კაცი მასწავლებლები კაბებით და სოლიდარობა მოსწავლე ბიჭს, რომელიც სკოლიდან კაბის ჩაცმის გამო გარიცხეს - რას გულისხმობს მოძრაობა "სამოსს სქესი არ აქვს"

"უახლოეს მეზობლებთან, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია" - პუტინი

17 წლის გოგონას უშიშარი ქმედება - როგორ გადაარჩინა მან ძაღლები დათვის თავდასხმისგან