ავტორი:

"ევექსის" ისნის კლინიკაში, გეგმიური ტესტირების შედეგად, 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ევექსის" ისნის კლინიკაში, გეგმიური ტესტირების შედეგად, 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ევექსის" ისნის კლინიკაში, გეგმიური ტესტირების შედეგად, 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ambebi.ge -ს. სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს. "ევექსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, პაციენტი უკვე გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"აღნიშნულის გამო, ისნის პოლიკლინიკა დროებით დაიკეტა და მიმდინარეობს შენობისს დეზინფექცია. დროებით შეწყდა პაციენტების მიღებაც. სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პრევენციული ღონისძიება. მიმდინარეობს სავარაუდო კონტაქტების მოძიება, ჩატარდება სამედიცინო პერსონალის ტესტირება, ისნის პილიკლინიკის მუშაობის განახლების თარიღის შესახებ საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული", - აცხადებენ კლინიკაში

გახარიამ ევროკომისარს ინიციატივით მიმართა, ევროპაში ქართველი სტუდენტების სწავლის საფასური ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისას გაუთანაბრდეს

ქუთაისი KIU MURAL FEST-ს მასპინძლობს

"ახლა შევედით პანდემიის აღმავლობის ფაზაში, რომელიც ევროპის ქვეყნებმა გამოიარეს" - როგორ ხსნიან ექიმები Covid 19-ით სიკვდილის შემთხვევების მატებას