ხორბალზე ფასების გაზრდას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხორბლის ცუდ მოსავალს უკავშირებს

ხორბალზე ფასების გაზრდას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხორბლის ცუდ მოსავალს უკავშირებს

ხორბალზე ფასების გაზრდას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხორბლის ცუდ მოსავალს უკავშირებს.

როგორც ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, კავკასიასა და ხორბლის მიმწოდებელ რეგიონებში, მათ შორის ყაზახეთში, უკრაინასა და რუსეთში ხორბლის მოსავალი წელს 25%-ით შემცირდა, რამაც ფასების ზრდა გამოწვია.

გარდა ამისა, ნიკა გილაურის განცხადებით, გარკვეული პრობლემები შეიქმნა ექსპორტთან დაკავშირებითაც.

"ექსპორტი რამდენიმე ქვეყნიდან მთლიანად ჩაკეტილია, რამაც ფასების გაზრდა გამოიწვია და ეს საქართველოსაც გადაედო. პროდუქციაზე ფასების ზრდა ჩვენთანაც აღინიშნა. დღევანდელ სხდომაზე უნდა განვიხილოთ ალტერნატიული გეგმები, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ფორმატით ეკონომიკაში, როგორ შეგვიძლია ვიპოვოთ ახალი ბაზრები", - განაცხადა გილაურმა.

მისივე თქმით, მთავრობას უკვე აქვს ხორბლისა და სიმინდის მიმართულებით შემუშავებული ახალი პროექტები, რომლებსაც საზოგადოებას მომავალში გააცნობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ