ავტორი:

"დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" პირველი ტომის შეძენა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად უკვე შესაძლებელია

"დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" პირველი ტომის შეძენა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად უკვე შესაძლებელია

5 ოქტომბრიდან "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" პირველი ტომი "დედამიწა, ცხოველები, მცენარეები" წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, უკვე ხელმისაწვდომია.

წიგნის სპეციალური ფასია 10.00 ლარი, გაზეთთან ერთად - 11.50.

ენციკლოპედიაში თავმოყრილი ტერმინები ასახავს თანამედროვე სამყაროს იმ სპეციალიზებულ სფეროებში, რომლებიც ქმნიან ჩვენს ყოველდღიურობას.

7-ტომეული აერთიანებს 25 000 განმარტებას და 8 000 დეტალურ ილუსტრაციას. ყველა ტერმინიორენაზე - ქართულად და ინგლისურადაა მოცემული.

მკითხველთა ფართო წრისთვის განკუთვნილი ენციკლოპედია 18 თემადაა დაყოფილი.

პირველ ტომში შედის შემდეგი თემები:

  • დედამიწა;
  • მცენარეები;
  • ცხოველები.

ამ ტომიდან მკითხველი შეიტყობს ინფორმაციას დედამიწის სტრუქტურის, მისი მახასიათებლების, სხვდასხვა ბუნებრივი მოვლენის, ფიზიკური და პოლიტიკური კარტოგრაფიის, მეტეოროლოგიური რუკისა და სადგურის, მინერალების, კვებითი ჯაჭვის შესახებ დასხვა.

მცენარეების ნაწილში მოცემულია ინფორმაცია მისი ნაირსახეობის, ზრდა-განთვითარებისა და მრეწველობაში გამოყენების შესახებ.

რაც შეეხება ცხოველების ნაწილს, აქ მოცემულია ინფორმაცია ევოლუციის შესახებ, ასევე, თევზებზე, მწერებზე, ქვეწარმავლებზე, სხვადასხვა ჩლიქოსან, მტაცებელ, ჩანთოსან თუ წყლის ძუძუმწოვრებზე.

გამოცემა 7 ტომად, თვეში ერთხელ, სპეციალურ ფასად გამოვაგაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად.

"პალიტრა L" 15 წლისაა - როგორ ულოცავს გამომცემლობას იუბილეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე

მოემზადე სკოლისთვის - როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის და შევაჩვიოთ მეცადინეობას

რატომ არის ენციკლოპედიები „გუგლის“ ეპოქაშიც ძალიან პოპულარული?