ავტორი:

"დავით გარეჯის საკითხზე 60 ადამიანია გამოკითხული, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები" - პროკურორი

"დავით გარეჯის საკითხზე 60 ადამიანია გამოკითხული, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები" - პროკურორი

პროკურორი ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, დავით გარეჯის საკითხზე გამოკითხული არიან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები.

შეკითხვაზე, თუ რომელი ყოფილი მაღალჩინოსნები გამოიკითნენ, პროკურორმა არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ საქმეზე სულ 60-მდე ადამიანია დაკითხული.

„საქმეზე გამოკითხული არიან მათ შორის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. 60-მდე პირია გამოკითხული და ბუნებრივია, ვინც ფლობს საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მოხდება ყველა ასეთი მოწმის გამოკითხვა. ვერ დავაკონკრეტებ ვინ არიან“, - განაცხადა წიკლაურმა.

რაც შეეხება აღნიშნულ საკითხთან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ბრალეულობას, პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება და პროკურატურა მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმებაზე.

„გამოძიება გრძელდება და ჩვენ ვმუშაობთ ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით. რაც შეეხება ყოფილ თუ მოქმედ თანამდებობის პირებს, არ არის გამორიცხული გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობაც. ამის წინასწარ პროგნოზირება ვერ მოხდება. რთულია პროგნოზირება, ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება გამოიკვეთოს, გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე“, - განაცხადა წიკლაურმა.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

"ორ დღეში მივიღე გადაწყვეტილება, მიმეტევებინა.. ვლოცულობდი მისთვის და მისი ოჯახისთვის" - რას ჰყვება სმიტების ოჯახის შემზარავი მკვლელობის შესახებ რაიან სმიტის დედა

"ექსპერტიზის დასკვნა თავდაყირა აყენებს ბრალდების ვერსიას, თითქოს 5 ადამიანი იყო მდინარის პირას ჩასული და მათ ჩააგდეს შაქარაშვილი წყალში" - ადვოკატი

ადვოკატი - "ექსპერტიზით დასტურდება რომ "ტოიოტა ქემრიში“ ვასილ მახარაძესთან ერთად ვახტანგ ჩიქოვანი და ზ.ხ. იმყოფებოდნენ"