ავტორი:

The Times: "კავკასიაში სომხეთ-აზერბაიჯანის ომის განახლებით მასში სხვა ქვეყნების ჩაბმის საფრთხე მატულობს"

The Times: "კავკასიაში სომხეთ-აზერბაიჯანის ომის განახლებით მასში სხვა ქვეყნების ჩაბმის საფრთხე მატულობს"

"ძველი მტრები ახალი იარაღით: კავკასიის რეგიონში ომის განახლებით მასში სხვა ქვეყნების ჩაბმის საფრთხე მატულობს", - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ "თაიმსში" («The Times») გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც მთიანი ყარაბაღის გამო დაწყებული სომხეთ-აზერბაიჯანის ომის ნეგატიურ პერსპექტივაზეა ლაპარაკი (ავტორი - ჰანა ლიუსინდა-სმიტი).

"მთიანი ყარაბაღი დიდი ხანია ტერიტორიული დავის ობიექტს წარმოადგენს ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მის გამო ადრეც რამდენჯერმე მოხდა შეტაკება მხარეებს შორის, მაგრამ დღევანდელი ბრძოლები თავისი სასიკვდილო ხასიათით წინა სამხედრო დაპირისპირებებს ვერ შეედრება - ამჯერად იარაღი უფრო სრულყოფილია და კონფლიქტს ცოცხალი ძალაც მეტი ეწირება", - აღნიშნულია სტატიაში, - თანაც ძალიან დიდია იმის რისკი, რომ ბრძოლებში პირდაპირ იქნან ჩაბმულნი მსხვილი სახელმწიფოებიც - რუსეთი, თურქეთი და სავარაუდოდ, საფრანგეთიც, რაც რეგიონული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიულ დავას საკმაოდ გააფართოებს - ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი ნაწილის ჩათვლით, სადაც თურქეთს პრეტენზიები აქვს, ასევე დაარღვევს სირიაში ძალთა მყიფე ბალანსსაც".

როგორც ავტორი წერს, ზავის დადების მიმართ სომხეთი უფრო განწყობილია, ვიდრე აზერბაიჯანი. ილჰამ ალიევი ზავის კატეგორიული წინააღმდეგია მანამ, ვიდრე იგი მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სახელმწიფო სუვერენიტეტს არ აღადგენს. მას თურქეთი აქეზებს, რომელიც თავის რეგიონულ მოკავშირეს ყველანაირ დახმარებას ჰპირდება. თავის მხრივ, რუსეთმა, რომელსაც სომხეთთან ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და რომელსაც გიუმრიში სამხედრო ბაზა აქვს (თურქეთის საზღვართან ახლოს), მომლოდინე პოზიცია დაიკავა და სურს თავისი თავი მშვიდობისმყოფლად წარმოადგინოს. თუმცა ბაქო ხედავს, რომ რუსული იარაღი სომხეთში ირანიდან მაინც შედის.

თეირანი და ანკარა ბოლო დრომდე მოსკოვში მოკავშირეს ხედავდნენ იმის გამო, რომ მათ საერთო "მტერი" ჰყავდათ დასავლეთის სახით, მაგრამ ყარაბაღის კონფლიქტმა ისინი ბარიკადების სხვადასხვა მხარეს მოაქცია. მოკლედ, ერთი შეხედვით ლოკალური კონფლიქტი, პირველად შეიძლება გასცდეს რეგიონის ფარგლებს და მასში სხვა ქვეყნებიც ჩაერთონ, - ასკვნის ავტორი. წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

"...ეს თანაბრად უქმნის საფრთხეს საქართველოს და მთელ მსოფლიოს" - ექსკლუზიური ინტერვიუები სომხეთისა და აზერბაიჯანის ელჩებთან

"პრეზიდენტი არ დაჭრილა" - დაპირისპირებული მხარეები მთიანი ყარაბაღიდან განახლებულ ინფორმაციას ავრცელებენ

აზერბაიჯანის ქალაქ განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია - მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანი