ავტორი:

აზერბაიჯანის ქალაქ განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია - მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანი

აზერბაიჯანის ქალაქ განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია - მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანი

აზერბაიჯანის ქალაქ განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია - ამის შესახებ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანმა ვაგრამ პოღოსიანმა განაცხადა.

ქალაქ განჯის მიმართულებით ყარაბაღის მხრიდან ცეცხლის გახსნის ფაქტს ადასტურებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც.

ამასთან, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიენტმა არაიკ ჰარუთუნიანმა აზერბაიჯანის მოქალაქეებს მოუწოდა დატოვონ ის ქალაქები, სადაც სამხედრო ობიექტებია განთავსებული.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ოქტომბერს აზერბაიჯანის არმიამ 450-მდე ჯარისკაცი, 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, 10 უპილოტო თვითმფრინავი, სამი თვითმფრინავი და სამი „სმერჩის“ სადგური დაკარგა.

"...ეს თანაბრად უქმნის საფრთხეს საქართველოს და მთელ მსოფლიოს" - ექსკლუზიური ინტერვიუები სომხეთისა და აზერბაიჯანის ელჩებთან

"პრეზიდენტი არ დაჭრილა" - დაპირისპირებული მხარეები მთიანი ყარაბაღიდან განახლებულ ინფორმაციას ავრცელებენ

აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის კიდევ 7 სოფელი დაიკავა - რას წერს ალიევი Twitter-ზე