გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული 5 პირის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული 5 პირის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული 5 პირის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. როგორც პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებს, შესავალ სიტყვაში ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ბრალდებულებმა ჩაიდინეს.

"დღეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა თქვა, სადაც ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დანაშაული ჩადენილი აქვს ყველა იმ ბრალდებულს, რომელიც წარმოდგენილია სასამართლოში, საუბარია 5 პიროვნებაზე. ბრალდების მხარემ ისაუბრა ასევე იმ გარემოებებზე, რა ვითარებაშიც განხორციელდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა. ასევე გავამხვილეთ ყურადღება იმ მტკიცებულებებზე, რომელიც აღნიშნულს ადასტურებს. ეს გახლავთ მოწმეთა ჩვენებები, ვიდეომასალა, საგამოძიებო ექსპერიმენტები და ა.შ. ყველა ეს მტკიცებულება ერთობლიობაში ქმნის იმის თქმის საფუძველს, რომ ბრალდებულებმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ჩაიდინეს", - განაცხადა ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულები არიან არჩილ გაგნიძე, ზ.ხ., ა.ქ., ვახტანგ ჩიქოვანი და ნიკოლოზ რევაზიშვილი.

"ივერი მელაშვილს ვერ დავაბრალებ, რომ მან მოიპარა რუკა, მაგრამ როცა იცი, რომ ქვეყნისთვის საზიანო დოკუმენტია და მაინც იყენებ, აი, ეს არის დანაშაული" - საზღვრის დადგენის სკანდალური საქმე

"მელაშვილის და ილიჩოვას ქმედებებმა ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შექმნა" - პროკურორი ბრალდების დეტალებზე

"ძმისთვის დაურეკავს, - მგონი, მოვკალიო..." -  დუშეთში მომხდარი დანაშაულის დეტალები: მკვლელობაში ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ