ავტორი:

შვედი მეწარმე, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა, ღვინოს ქართული წესით ამზადებს - მარანი შვედეთში ქართული მოტივებით

შვედი მეწარმე, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა, ღვინოს ქართული წესით ამზადებს - მარანი შვედეთში ქართული მოტივებით

ქართული ღვინის, მარნის, ქვევრის მიმართ ინტერესი მსოფლიოში დიდია და სულ უფრო იზრდება. ღვინის დაყენების ქართული წესის გასაცნობად უცხოელები არა მარტო საქართველოში ჩამოდიან, უკვე საკუთარ ქვეყნებში, თავიანთ მამულებში თავადვე ქმნიან ქართული წესითა და ტრადიციით ღვინის სახლებს, მარნებს... ცოტა ხნის წინ შვედეთის სამეფოს სამხრეთ რეგიონში, სკონეში, საზეიმოდ გაიხსნა ქართული ქვევრის მარანი. ღონისძიებას უამრავი სტუმარი დაესწრო, მათ შორის ჩვენი თანამემამულე, შვედეთში მცხოვრები იურისტი თემურ პოტასკაევი, რომლისგანაც ამ ამბის შესახებ უფრო მეტი შევიტყვეთ.

- შვედეთში ქართული მარნის გახსნას თქვენც დაესწარით. რა იცით მის შესახებ?

- მარანს "ვეიბი ვინგორდი" ჰქვია, ვეიბი სოფლის სახელწოდებაა. ვენახი შვედეთის სამხრეთ რეგიონში, სკონეშია გაშენებული. მისი მესაკუთრეა შვედი ღვინის მწარმოებელი იეპე აპელინი. მას მეუღლე აზერბაიჯანელი ჰყავს. ახალგაზრდა მეწარმეს მარნის მშენებლობაში მამა ეხმარებოდა. ყურძენი, რომელსაც წურავს, 1991 წელს შვეიცარიაში გამოყვანილი ერთ-ერთი ჯიშია და მხოლოდ ნიდერლანდებსა და შვედეთში მოჰყავთ.

- თავად როგორ აღმოჩნდით მარნის გახსნის ღონისძიებაზე?

- შვედეთში მარნის გახსნის შესახებ ინფორმაცია სტოკჰოლმის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურმა მამა შიო ბიწკინაშვილმა მოგვაწოდა. მას საელჩო დაუკავშირდა, რათა შვედეთის ერთ-ერთ რეგიონში ქართული მარანი ეკურთხებინა. სკონეს ერთ სოფელში უკვე ჰქონდათ ვენახები გაშენებული, ხოლო იქაურმა მკვიდრმა იეპე აპელინმა ღვინის ქართული წესით დაყენება გადაწყვიტა და მარანიც ამისთვის აშენდა. ქვევრები საქართველოდან ჩამოიტანეს, ჯერჯერობით ათი ცალი აქვთ.

იეპემ მარანი მამასთან ერთად საკუთარი ხელით ააშენა. ფართობით დიდი არ არის, სამაგიეროდ, მიწაში ჩაყრილი ქვევრები საოცრად ამშვენებს. იეპე ღვინოს კასრებშიც აყენებს, ევროპული ტრადიციით, წლეულს კი პირველი მოსავლით სამარნე ღვინის დაყენებას პირველად აპირებს. გაისად უკვე გამოცდილებაც ექნება და ქართული წესით დაყენებული ქვევრის ღვინოც.

- მარნის გახსნის მიზანი რა არის?

- ქართული მარნის ტრადიციის შვედურ რეალობაში გადატანა. ძალიან საინტერესო იქნება შედეგი. ჩვენი ქვეყნის კულტურის, ისტორიისა და ტრადიციის პოპულარიზაციისთვის კარგი იდეაა. შვედეთში ქართულ მარანს ბევრი სტუმარი ეყოლება. თავად იეპე საქართველოში არ არის ნამყოფი, არასდროს უნახავს ნამდვილი მარანი. ყველაფერი ინტერნეტით შეისწავლა....განაგრძეთ კითხვა

როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე - დიეტოლოგის რჩევები

ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძის ფოტო ექსპერიმენტი „ასპრიაში“

"გამელოტებული კაცის ვარცხნილობა აქვს და ქარი ხან მარჯვნიდან უქიქინებს თავზე, ხან - მარცხნიდან" - გაიცანით თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი