ავტორი:

"პუტინის ვეტო თურქეთს" - რას წერს ყარაბაღის კონფლიქტზე თურქული გამოცემა

"პუტინის ვეტო თურქეთს" - რას წერს ყარაბაღის კონფლიქტზე თურქული გამოცემა

თურქული პრესაში ფართოდ განიხილება აზერბაიჯან-სომხეთს შორის გამართული მოლაპარაკება, რომელიც მოსკოვში გაიმართა, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით. ამასთანავე, პუბლიკაციებში გამოხატულია თურქეთის ნეგატიური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, რადგან კრემლმა ამ მოლაპარაკებაში თურქეთის მონაწილეობა არ დაუშვა.

თურქული გაზეთ "კარარის" («Karar») პირველ გვერდზე დაბეჭდილია სტატია "პუტინის ვეტო თურქეთს", რომელშიც ნათქვამია: "მოსკოვმა ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებაში თურქეთის მონაწილეობა აღკვეთა. რუსეთს სურს, რომ ყველაფერი მისი რეგიონული ინტერესების შესაბამისად იყოს".

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მინსკის ჯგუფი მხოლოდ მაშინ გამოცოცხლდა, როცა აზერბაიჯანმა თავისი მიწების დაბრუნება დაიწყო, მაგრამ თანათავმჯდომარეთა მოწოდებებში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე არაფერი თქმულა ერევნის ჯარების გასვლაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან".

გაზეთის სტატიაში ხაზგასმულია, რომ მოსკოვი ამ კონფლიქტში ფაქტიურად მხარს სომხეთს უჭერს: "როცა სომხები მშვიდობიან ქალაქ განჯას ბომბავდნენ, სერგეი ლავროვი იმ დროს თავის სომეხ კოლეგას ზოგრაბ მნაცაკანიანს ესაუბრებოდა. ერევნელმა მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთი მოლაპარაკებაში არ უნდა იყოს ჩართული". წყარო

სიმონ კილაძე

ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა

"რუს ინვესტორებს კაპიკებში სურთ ჩვენი უძრავი ქონების ყიდვა... გგონიათ, სამოთხედ გადააქცევენ აქაურობას?!" - აფხაზების გამოხმაურება ლავროვის განცხადებაზე

"ყარაბაღის ომი აჩვენებს, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენა სუსტდება" -  რას წერს "დოიჩე ველე?