ავტორი:

"სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლებულია" - ილჰამ ალიევი

"სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლებულია" - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა გაათავისუფლა.

"დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა გათავისუფლებულია სომხური ოკუპაციისგან. შუშა ჩვენია! ყარაბაღი ჩვენია!" - განაცხადა მან.

პარალელურად კი, სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები თუ როგორ ტოვებს სომხური მოსახლეობა ქალაქ შუშასა და მის შემოგარენში არსებულ დასახლებებს. აღსანიშნავია, რომ ქალაქი შუშა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია და ის არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქ სტეპანაკერტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.

"მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა", - ამ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათი თქმით, აზერბაიჯანის შეირაღებულმა ძალებმა სტეპანაკერტის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ავიაიერიში შორი მოქმედების რაკეტებით განახორციელეს, რის გამოც ქალაქში ღამის განმავლობაში განგაშის ზარი სამჯერ გაისმა.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი არაიკ არათუნიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ სტეპანაკერტი ერთ-ერთ უმძიმეს განთიადს შეხვდა.

"ჩვენ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლებთ. ბრძოლა გრძელდება არა სიცოცხლისთვის არამედ სიკვდილამდე", - წერს ის.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სომხურმა მხარემ დაარღვია, რასაც საპასუხო ქმედება მოჰყვა. მათი თქმით, სომხეთის არმიამ დიდი ზარალი განიცადა და უკან დახევა მოუწია.

"შესაძლებელი რომ ყოფილიყო შუშის შენარჩუნება, შენარჩუნდებოდა, ქალაქიდან 300-ზე მეტი გმირის ცხედარი გამოვიყვანეთ, წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბის ბრძოლა იყო?" - ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

პუტინმა ალიევთან საუბრისას იმ რაიონებში მდებარე ეკლესია-მონასტრების უსაფრთხოების საკითხი განიხილა, რომელიც აზერბაიჯანს უბრუნდება

"იმედია, ქართველების დაკეტილ სახლებს არ შესთავაზებენ..." - რა გამოხმაურება მოჰყვა აფხაზეთში ყარაბაღიდან დევნილების მიღების იდეას