ავტორი:

ილჰამ ალიევი: "ღარიბო სომხეთო, სამხედრო ტექნიკა შენი ფულით იყიდე? - არა, შენ ეს მოგცეს და ვინ მოგცა, ყველამ იცის"

ილჰამ ალიევი: "ღარიბო სომხეთო, სამხედრო ტექნიკა შენი ფულით იყიდე? - არა, შენ ეს მოგცეს და ვინ მოგცა, ყველამ იცის"

"თუ ომი გაგრძელდება, სომხეთის მთელ არმიას გავანადგურებთ!" - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოცემა Haber Türk-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"რომ შევაფასოთ ყველაფერი, რაც ამ დროის განმავლობაში გავანადგურეთ, 1-2 მილიარდი დოლარის ღირებულების იქნება. ისმის კითხვა – ღარიბო სომხეთო, სად გქონდა ამდენი ფული? ეს ფულით იყიდე? - არა. შენ ეს მოგცეს. ვინ მოგცა, ყველამ იცის. თუ ომი გაგრძელდება, სომხეთის მთელ არმიას გავანადგურებთ! ამიტომაც, რაც უფრო ადრე შეწყვეტენ ომს, მით უფრო მეტ ტანკსა და ქვემეხს შეინარჩუნებენ. რუსეთს სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს, იქ 5 ათასი სამხედრო იმყოფება. აქვს თუ არა თურქეთს აზერბაიჯანში სამხედრო ბაზა? - არა. სომხეთის საზღვარს ირანთან და თურქეთთან რუსი მესაზღვრეები იცავენ. არიან აზერბაიჯანის საზღვარზე თურქი მესაზღვრეები? - არა. ამიტომ ნურავინ დაგვადანაშაულებს", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

"რა პრობლემა აქვს მაკრონს მუსლიმებთან? მას ფსიქიკურ დონეზე მკურნალობა სჭირდება" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ზუგდიდში ბანკის ძარცვის საქმეს - "ბატონო ტერორისტო, იქნებ დაგვეხმაროთ პუტინისგან გათავისუფლებაშიც, ვალში არ დაგრჩებით!"

ქვეყნები მსოფლიოში, სადაც კორონავირუსის რეკორდული დღიური ახალი შემთხვევები დაფიქსირდა