ავტორი:

"ისინი ამბობენ, - ნამდვილ ჯოჯოხეთში მოვხვდითო" - The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თურქეთის მეშვეობით, ასობით სირიელი "ბოევიკი" მთიან ყარაბაღში იბრძვის

"ისინი ამბობენ, - ნამდვილ ჯოჯოხეთში მოვხვდითო" - The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თურქეთის მეშვეობით, ასობით სირიელი "ბოევიკი" მთიან ყარაბაღში იბრძვის

ამერიკულ გაზეთ "უოლ სთრით ჯორნელ"-ში («The Wall Street Journal» გამოქვეყნებულია ჟურნალისტური გამოკვლევა, სათაურით: "თურქეთის მეშვეობით, ასობით სირიელი "ბოევიკი" მთიან ყარაბაღში იბრძვის" (ავტორი - რაჯათ აბდულრაჰიმი), რომელშიც საუბარია თურქეთის როლზე მებრძოლების გადაყვანაში სირიიდან კავკასიაში, მთიანი ყარაბაღის ფრონტზე, აზერბაიჯანის მხარდასაჭერად.

პუბლიკაციის ავტორის მტკიცებით, მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარ მოქმედებებში აზერბაიჯანის მხარეზე ასობით სირიელი "ბოევიკი" იბრძვის და კიდევ რამდენიმე ასული მზადაა მათ შეუერთდეს. ავტორი ესაუბრება ორ დაქირავებულს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონფლიქტის რაიონში დაქირავებულების გაგზავნაში.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ბევრმა გაგზავნილმა სწრაფად მოითხოვა უკან დაბრუნება, რადგან დრონებისა და რაკეტების ცეცხლი ძალზე ინტენსიური გამოდგა და მათ ვერ გაუძლეს. იქ დარჩენილებში კი მსხვერპლის რაოდენობა ძალიან სწრაფად მატულობს. "ისინი ამბობენ, - ნამდვილ ჯოჯოხეთში მოვხვდითო", - ციტირებს "უოლ-სთრით ჯორნელი" იმ სირიელის ნათქვამს, რომელიც ადგილობრივ სამხედრო დაჯგუფებებთან მუშაობდა მთიან ყარაბაღში მოხალისეთა გაგზავნის მიზნით. "ორასმა გაგზავნილმა უკან დაბრუნება მოითხოვა, მაგრამ ეს გამორიცხულია. იქ წასული, თუ მძიმედ არ დაიჭრა, უკან ვეღარ დაბრუნდება", - ირწმუნება სირიელი.

როგორც გაზეთის ჟურნალისტს კიდევ ერთი წყარომ აცნობა, სირიელ დაქირავებულებს თვეში 2 ათასი დოლარის ხელფასს სთავაზობენ, რაც ზღაპრული თანხაა ომით დანგრეული სირიის მცხოვრებლებისათვის: "ლიბიაში და აზერბაიჯანში წასვლა მათთვის უკვე ნორმალური მოვლენაა", - ამბობს წყარო და აღიარებს, რომ თვითონაც აპირებს დაქირავებულის სახით აზერბაიჯანში წავლას, რადგან ოჯახის რჩენა სულ უფრო მეტად უჭირს.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი უარყოფს მის მხარეზე სირიელი დაქირავებულების ბრძოლას. ბაქოს მტკიცებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს საკმარისი პირადი შემადგენლობა ჰყავს. წყარო

სიმონ კილაძე

ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა

"რუს ინვესტორებს კაპიკებში სურთ ჩვენი უძრავი ქონების ყიდვა... გგონიათ, სამოთხედ გადააქცევენ აქაურობას?!" - აფხაზების გამოხმაურება ლავროვის განცხადებაზე

"ყარაბაღის ომი აჩვენებს, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენა სუსტდება" -  რას წერს "დოიჩე ველე?