ავტორი:

რომელ პარტიას რამდენი მილიონერი ჰყავს პროპორციულ და მაჟორიტარულ სიებში?

რომელ პარტიას რამდენი მილიონერი ჰყავს პროპორციულ და მაჟორიტარულ სიებში?

საქართველოში როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს უჩიოდა მილიონერ წევრთა რაოდენობას. ბევრი მათგანი დღეს ისევ პოლიტიკაში ყოფნას ამჯობინებს, მეტიც, ამას აუცილებლობად მიიჩნევს. ან რა გასაკვირია, საქართველო ხომ ის ქვეყანაა, სადაც პოლიტიკა კეთდება ფულით და ფული - პოლიტიკით. პოლიტიკაში მოსვლით ისინი ძირითადად საკუთარი ბიზნესის გადარჩენა-ლობირებას ცდილობენ, მათთვის ფულს პლუს ძალაუფლება, უდრის სრულყოფილებას.

არის თუ არა ფული პოლიტიკურ კონკურენციაში განმსაზღვრელი ფაქტორი, ეს უკვე ნანახი გვაქვს. ამასთანავე, ისიც არახალია, რომ როდესაც ერთ პოლიტიკურ პარტიას აქვს ბევრად მეტი ფინანსური რესურსი, ვიდრე მის კონკურენტებს, მას უფრო ადვილად შეუძლია ამომრჩევლამდე საკუთარი სათქმელის მიტანა და იმ მომსახურებების შესყიდვა, რომელიც მნიშვნელოვანია არჩევნებში გამარჯვებისთვის.

ambebi.ge-მ გადახედა წამყვანი პარტიების პროპორციულ და მაჟორიტარული სიების წევრებს და როგორც აღმოჩნდა, მათში არაერთი მილიონერია. ვინაიდან, როგორც წესი, ქონებას ახლობელ-მეგობრებზე აფორმებენ და დიდწილად ქონებრივ დეკლარაციებში იმის მეათედსაც არ აფიქსირებენ, რასაც ფლობენ. პოლიტიკაში წასულ მილიონერთა უძრავ - მოძრავი ქონების ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა ინტერნეტში გამოქვეყნებული რიგი კვლევების, ქონებრივი დეკლარაციებისა თუ რეესტრის ამონაწერების შეჯერებით, ვეცადეთ წარმოგვედგინა მილიონერთა სია, ვინც 20/20-ის საპარალამენტო არჩევნებში დეპუტატობისთვის იბრძვიან.

"ქართული ოცნების” პროპორაციული და მაჟორიტარული სიის მილიონერთა კრებული ასეთია (კანდიდატთა ქონების რიცხობრივი მაჩვენებლები აღებულია 2017 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორმის" მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევიდან):

ბექა ოდიშარია - 12 400 000 ლარი.

ლევან კობიაშვილი - 9 800 000 ლარი.

გოჩა ენუქიძე - დაახლოებით, 200 მილიონ დოლარამდე

პაატა კვიჟინაძე - 3 700 000 ლარი.

ნინო წილოსანი - 2 074 207 ლარი.

ირაკლი კოვზანაძე - 2 491 190 ლარი.

თამარ ტალიაშვილი - 3 383 989 ლარი.

ირაკლი ხახუბია - 2 183 100 ლარი.

სამველ მანუკიანი - 1 270 150 ლარი.

ვიქტორ ჯაფარიძე - 2 296 700 ლარი.

ისკო დასენი - 2 150 060 ლარი.

გოდერძი ჩანქსელიანი - 2 835 000 ლარი.

ელგუჯა გოცირიძე - 6 000 000 ლარი

"ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაში 71 ნომრად გამოჩნდა მილიონერი გიორგი ბარვენაშვილი, რომელიც, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, შესაძლოა საკანონმდებლო ორგანოს ამქარს შეუერთდეს. ბარვენაშვილმა 2012 წლიდან დღემდე 5 კომპანია დააფუძნა. ეს ის ბიზნესმენია, კალაძეს, თალაკვაძეს, ენუქიძეს, წულაიასა და სხვებს იტალიაში, მილიარდერების კურორტზე, კომოს ტბაზე რომ უმასპინძლა. გიორგი ბარვენაშვილმა თავის დროზე, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიას 60 ათასი შეჰმატა, ხოლო ა.წ. 14 სექტემებერს ასევე 60 ათასი ლარი უკვე "ქართულ ოცნებას" შესწირა. წყარო

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო” მილიონერებს ლიდერებშივე აერთიანებს მამუკა ხაზარაძისა, რომლის ქონებაც, სულ ცოტა, ნახევარ მილიარდ დოლარს აღწევს (წყარო) და ბადრი ჯაფარიძის სახით.

"მონიტორის" ინფორმაციით, მილიონერთა რიგებშია აკაკი ბობოხიძეც, რომელიც ამჟამად "ევროპული საქართველოს” დეპუტატობის კანდიდატია. სამიოდე წლის წინ, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბობოხიძე 1 219 450 ლარის უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელი იყო.

  • ბლოკს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშია" სიაში ასევე ჰყავს მილიონრები.

ესენი გახლავან:

ბიზნესმენი კობა ნაყოფია, რომლის ქონებაც, არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 800 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი დილარ ხაბულიანი, რომელიც მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო და რომლისთვისაც მილიონების გარდა, დიდი მონაპოვარია ისიც, რომ ყოფილ სპორტსმენს 1991 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე აქვს ხელი მოწერილი.

ნატო ჩხეიძე (ხაშურის, ქარელის და გორის მუნიციპალიტეტის ნაწილის მაჟორიტარობის კანდიდატი), რომლის ქონებაც დაახლოებით 51 მილიონი ლარია.

კახაბერ ოქრიაშვილი (ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი), რომლის ქონებაც ცნობილია, რომ 500 მილიონ დოლარზე მეტად არის შეფასებული (მას ეკუთვნის სააფთიაქო ქსელი პსპ. ასევე აქვს წილები და აქციები სხვადასხვა კომპანიებში). მას სხვა მილიონერებისგან ისიც გამოარჩევს, რომ 2004 წლიდან ყველა მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. მან ახლახან, ძმებ ცეზარ და ლაშა ჩოჩელებთან ერთად პარტია - "პროგრესი და თავისუფლება" შექმნა და "ნაციონალურ მოძრაობას" დაუმეგობრდა.

ცეზარ ჩოჩელი (მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატი), რომელსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, მცხეთაში გუბერნატორის თანამდებობა ეკავა.

აბდულა ისმაილოვი, რომელიც ბიზნესმენი და არაოფიციალური ინფორმაციით, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ქონების მფლობელია.

რაც შეეხება "პატრიოტთა ალიანსის” მილიონერებს, გავრცელებული ინფორმაციით, შთამბეჭდავი ქონება აქვს პარტიის ლიდერს დავით თარხან-მოურავს, რომლის ქონებაც რამდენიმე მილიონს შეადგენს. "ალიანსის” სიაშია მულტიმილიონერი ფრიდონ ინჯიაც, რომლის ქონებაც 100 მილიონ დოლარს აჭარბებს.

"მე და დათომ თეთრი სახლი ვერ ვიპოვეთ, ახლა თავად განსაჯეთ, როგორ ვიყავით" - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის განსაკუთრებული ახალი წელი

"2021 წელი იქნება ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი" - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

"ტურისტულ ბიზნესს ვიწყებთ დუშეთში" - მეურნე ექსპრეზიდენტის ახალი გატაცება და თემოსა და თომას საახალწლო სამზადისი