ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია "თელასი" 5 000 ლარით დააჯარიმა.
სემეკ-ის ინფორმაციით, კომისიამ "თელასი" "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების" დარღვევის გამო დააჯარიმა.
გარდა ამისა, კომისიამ განიხილა "თელასსა" და აბონენტებს შორის არსებული რამდენიმე დავა. საკითხი აბონენტების სასარგებლოდ გადაწყდა.