ავტორი:

"საქართველოში საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის, 2 მლნ-მდე ადამიანმა უნდა "გადაიტანოს" ინფექცია, რაც ნიშნავს 55 000 ლეტალურ შემთხვევას" - მამუკა მაჩაიძე ე.წ. "შვედურ მოდელზე"

"საქართველოში საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის, 2 მლნ-მდე ადამიანმა უნდა "გადაიტანოს" ინფექცია, რაც ნიშნავს 55 000 ლეტალურ შემთხვევას" - მამუკა მაჩაიძე ე.წ. "შვედურ მოდელზე"

აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი, ექიმი-ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საზოგადოებრივი იმუნიტეტის, ე.წ „შვედურ მოდელთან“ დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოს მაჩვენებლებს განიხილავს და განმარტავს, რატომ არის შორს ჩვენი ქვეყანა აღნიშნული მოდელისგან:

"ბევრი ტერმინებით რომ არ გადაგღალოთ, მხოლოდ ორს ვახსენებ.

- რამდენი ტესტია საკმარისი და რა შემთხვევაში შეიძლება ქვეყნის ჩვეულ რეჟიმში, სერიოზული შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირება? ამის მინიმუმ 3 მარკერი არსებობს, მაგრამ ყველაზე ადექვატური არის დადებითი ტესტების პროცენტული მაჩვენებელი (ანუ ჩატარებული ტესტების რა პროცენტია დადებითი). სასურველი რიცხვი არის 5-10% .

- ჩვენთან თუ მსგავს პროპორციას დავაკვირდებით, ბოლო დღეებში ეს პროცენტი 13%-ს გადაცდა (1186 დადასტურებული/9000მდე ჩატარებული ტესტი), რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებულთა რეალური მაჩვენებელი დიდი ალბათობით უფრო მეტია ვიდრე ვიჭერთ.

- როდესაც „შვედურ მოდელზე“ ვსაუბრობთ, მთავარი კითხვაა - რა არის საზოგადოებრივი იმუნიტეტის ზღვარი - ანუ პოპულაციის რა პროცენტმა უნდა გადაიტანოს ინფექცია იმისათვის, რომ ვირუსის გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს - ეს ციფრი დამოკიდებულია გადაცემის ინდექსზე (Ro), რომელიც იცვლება ბევრი ფაქტორის გავლენით.

ეპიდემიის აქტიური გავრცელებისას საზოგადოებრივი იმუნიტეტის ზღვარი არის დაახლოებით 50-67% ( აბა თუ მიხვდებით აპრილის ბოლოს სტოკჰოლმის რა პროცენტს ქონდა დადებითი ანტისხეული, ანუ გადატანილი ინფექცია? - 8%-ს!!!! ანუ ჩვენი ნანატრი შვედეთი რამდენად შორსაა ამ გზით იმუნიტეტის მიღწევისგან, მარტივი გამოსაანგარიშებელია. ამ დროს, სიკვდილობით 100 ათას მოსახლეზე მხოლოდ ბრიტანეთს, ესპანეთს, იტალიას და ამერიკას ჩამორჩება

- მარტივად, საქართველოში საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის, 1.8 მილიონიდან 2 მილიონამდე ადამიანმა უნდა „გადაიტანოს“ ინფექცია, რაც ნიშნავს 260 000 მძიმე შემთხვევას და 55 000 ლეტალურ გამოსავალს - ეს თეორიული ციფრებია და მე დარწმუნებული ვარ, რომ არც კი მივუახლოვდებით!

- ამასთანავე, იმუნიტეტის მახსოვრობა/ხანგრძლივობა პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივ იმუნიტეტთან, ანუ თუ ვირუსით რეინფიცირება ხდება, საზოგადოებრივი იმუნიტეტის შენარჩუნება კიდევ უფრო რთულდება; ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მასშტაბით 40 მილიონი შემთხვევა და მხოლოდ 5 რეინფიცირებაა გენეტიკური მეთოდით დადასტურებული ეს ჩემთვის თავისთავად წარმოადგენს გამონაკლისს და ამტკიცებს წესს, რომ მინიმუმ ერთ სეზონზე იმუნიტეტი დამცავი იქნება - სწორედ აქ ხდება ვაქცინის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში და მთელს სურათს ცვლის - ვაქცინა ჩემი აზრით აუცილებლად იქნება , რაც ბუნებრივი ინფექციის გავრცელებასთან ერთად საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბების ერთადერთი რეალური საშუალებაა;

რამდენად ეფექტური იქნება ვაქცინა და რამდენად ხანგრძლივ იმუნიტეტს დატოვებს მოსახლეობაზე, ამას ვნახავთ, თუმცა უფრო დიდი პრობლემა ვაქცინის ლოგისტიკა იქნება (ფასი, დისტრუბუცია).

- მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ქვეყნის „ჩაკეტვას“ ან ეკონიმიკის გაჩერებას არანაირად არ ვემხრობი - შეზღუდვა უნდა იყოს წინასწარ გაწერილი, მოქნილი და უნდა ეხებოდეს კონკრეტულ სფეროს (მაგალითად, თუ დადებითი ტესტების პროცენტული მაჩვენებელი რჩება 5%-ზე დაბალი 2 კვირის განმავლობაში, არადისტანციური სწავლა შესაძლოა განახლდეს, მაგრამ მასობრივი შეკრებები ისევ აკრძალული დარჩეს... ასევე მაგალითისთვის, სავალდებულო ნიღბის ტარების შემოღებამ არიზონაში კოვიდის შემთხვევები 75%-ით შეამცირა ზაფხულის განმავლობაში). ასე თავიდან ავიცილებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს და ნიჰილიზმს ისედაც ძალიან დაბნეულ მოსახლეობაში".

"არავის ვუთანხმებ, მე, გ. გამსახურდია, სამეგრელოში როდის ვიქნები და რას გავაკეთებ" - რას პასუხობს გიორგი გამსახურდია ნიკა გვარამიას ბრალდებას?

"ბილიკი გაწყდა, დაიწყო კოშმარი, გაუვალი ტყე... ვხედავდით დათვის ნაკვალევს... ყველაფერზე ფიქრობ..." - რა შეემთხვათ ქართველ მოგზაურებს ველოტურისას ხევსურეთში

"7 წელი ვიმუშავე ამ ჯიხურში, შვილივით შემიყვარეს, ზრუნავდნენ ჩემზე..." - სად მუშაობდა სტუდენობისას ზურა შევარდნაძე და რა გზა განვლო "გარდენიამდე"