ავტორი:

"გვეგონა ყველაფერი უკან მოვიტოვეთ, თუმცა თავიდან იწყება... ის ჩემი ერთადერთი, ნანატრი შვილია" -  4 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"გვეგონა ყველაფერი უკან მოვიტოვეთ, თუმცა თავიდან იწყება... ის ჩემი ერთადერთი, ნანატრი შვილია" -  4 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

4 წლის ქეით ახვვლედიანს, რომელიც ლეიკემიას ებრძვის, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას "ფეისბუქზე" გოგონას დედა კარინა გრიგორიანი ავრცელებს.

ქეითის შესახებ საზოგადოებამ ერთი წლის წინ შეიტყო, თუმცა მაშინ ცნობილი გახდა, გოგონამ მკურნალობის კურსი გაიარა და მძიმე დაავადება დაამარცხა.

როგორც აღმოჩნდა, დაავადება შემობრუნდა და ხელახალი მკურნალობაა საჭირო. ქეით ახვლედიანს ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება. ოპერაცია საზღვარგარეთ უნდა გაკეთდეს, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია.

"ეს ჩემი ქეითია, ის ჩემი ერთადერთი ნანატრი შვილია, რომელიც ოთხი წლის წინ დაიბადა და ერთიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ღმერთო რა ბედნიერი ვიყავი, ახლაც ვარ უბრალოდ ძალიან მეშინია ამ ბედნიერების დაკარგვის ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო როდესაც რაიონში წავიყვანე დასასვენებლად და მაღალი სიცხეები დაეწყო. ის პერიოდი იყო როდესაც ღორის გრიპის გამო ადამიანები იღუპებოდნენ. შემეშინდა ღორის გრიპი არ ყოფილიყო ექიმებსაც ვეკითხებოდი ხომმლ არ იყო ეს ის გრიპი თუმცა მპასუხობდნენ რომ ნუ მეშინია, რადგან ჯერ იმ რაიონში არცერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული. სიცხეები კი არ უვარდებოდა. დავრეკე მის ექიმთან თბილისში ავუხსენი მდგომარეობა და მითხრა ამეღო სიდხლის ანალიზი და გამოეგზავნა და მეჩვენებინა. წავედით ადგილობრივ კლინიკაში ავიღეთ ანალიზი და გვითხრეს რომ საათი ნახევარში იქნებოდა პასუხი. ის ის იყო კლინიკიდან მივედით სახლში რომ ჩემი ბიძაშვილი თავკუდმოგლეჯილი შემოვარდა არაფერი არ აგვიხსნა და გვითხრა რომ სასწრაფოდ თბილისში მივდივართ.

ჩავჯექით მანქანაში ვეკითხები რა მოხდა მითხარითქო.არ ვიცი მითხრეს რომ ცუდი ანალიზები აქვს სასწარაფოდ წაიყვანეო. მეგონა მიმალავდა რაღაცას და ვეხვეწებოდი რომ ეთქვა ღორის გრიპი იყო თუ არა. ჩამოვედით თბილისში, მოვხვდით ეგრევე რეანიმაციაში შეაერთეს სხვადასხვა აპარატზე და იმ წუთიდან ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. ამოდიოდნენ ექიმები უკეთებდნენ სხვადასხვა ანალიზებს რაღაცეებს მეუბნებოდნენ რომელიც არ მესმოდა მხოლოდ კალთაში მყავდა ბავშვი მაგრა ჩახუტებული (რადგან ლოგინში არ ჩერდებოდა) რამდენიმე დღემ ასე გაიარა. ვუყურებდი როგორ იღუპებოდნენ ბავშვები იმ განყოფილებაში და მეშინოდა შემდეგი ჩვენ არ ვყოფილიყავით. ბოლოს კი მითხრეს რომ მას ჰქონდა ლეიკემია და ასევე ღორის გრიპი, რომლისგანაც უკვე განკურნებული იყო.

ლეიკემია მხოლოდ ტელევიზორში მქონდა გაგებული სადაც ხალხი დახმარებას ითხოვდა, შემდეგ გავიგე რომ ეს იყო იგივე სისხლის გათეთრება, თუმცა მამშვიდებდნენ, რომ მას არ ჰქონდა რთული ფორმა ეს საქართველოშიც კი იმკურნებოდა, აი რისიც უნდა შემშინებოდა ეს იყო რეციდივი, რომელზეც რატომღაც ყველა დარწმუნებული იყო რომ ქეითს არ დაემართებოდა, რადგან კვლევების მიხედვით რეციდივის შანსი იყო 0.04%. მეორედ თავზარი დამეცა როდესაც მითხრეს რომ ქიმიებით აპირებდნენ მკურნალობას არც ეს ვიცოდი, და ბოლოს როდესაც ძალიან ვინერვიულე ეს იყო ქიმიებისგან გამოწვეული თრომბი ფაქტიურად მეორედ გადაურჩა სიკვდილს. ენით აუღწეეელი დღეები გავიარე ღამე არ ვიძინებდი მეშინოდა ვაითუ დილით ცოცხალი არ დამხვედროდა, და როდესაც მაინც დამეძინებოდა და თვალს ვახელდი ეგრევე გიჟივით მივვარდებოდი ვაკვირდებოდი სუნთქავდა თუ არა...

ასე გადიოდა თვეები ვიჯექი მის ლოგინთან და ღამეებს ვათენებდი ქიმიის თვლით რომელიც წვეთი წვეთი ისმებოდა მის სხეულში... და ეს ყველაფერი შარშან დასრულდა. გავიმარჯვეთ, დავამარცხეთ, მიუხედავად პანდემიიდან ბედნიერი ვიყავი სახლში რომ ვიყავი გამოკეტილი ჩემს შვილთან ერთად გამოკეტილი მოვიდა ახალი წელი ათასი სიურპრიზი მოვუმზადე ახალი წლის შემდეგ კი დაბადების დღე ჰქონდა. ოთხი წლის გახდა გვეგონა ყველაფერი უკან მოვიტოვეთ თუმცა კლინიკაში მორიგ კონტროლზე მისულებს შეგვატყობინეს რომ რეციდივი აქვს... ყველაფერი თავიდან იწყება თუმცა ამჯერად ფინალი არ ვიცით... მას ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება რომელიც საქართველოში არ კეთდება საზღვარგარეთ კი დიდი თანხა სჭირდება..." - წერს გოგონას დედა.

დახმარების მრუსველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

0901200127 - ზარი ერთი ლარი.

საქართველოს ბანკი - GE95BG0000000345929036

მიმღები დედა კარინა გრიგორიან

ითიბისი ბანკი - GE60TB7108745064300024

მიმღები მამა დავით ახვლედიანი

"სამწუხაროდ, ნაკლებად დაცული აღმოჩნდნენ 65 წელს გადაცილებულნი..." - რას წერს ნანა გეგეჭკორით კოვიდით რეინფიცირებაზე?

"მე და ჩემი ბიძაშვილები, ჩემი ოჯახის პატრიარქთან ერთად... 40 წლის წინ და გუშინწინ..." - რა ფოტოს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი

"ჯანსუ-ღა"-თი ვერ მიმართავდით სიცოცხლეში... ახსოვს მამას სამეგობროს თქვენს მიმართ ჯანსუღის ნასროლი რეპლიკა: "ამაშუკელი, ტ…კი დააყე, თამაშს უკელი" - თაკო ჩარკვიანი რეზო ამაშუკელს მიმართავს