ავტორი:

"როგორ არ გრცხვენიათ, რომ მკვდარი ბავშვის ჩვენებებით მანიპულირებთ? რაც არ უნდა ნებით მოხდეს, არასრულწლოვანთან სექსი არის დანაშაული" - ნინო დანელია

"როგორ არ გრცხვენიათ, რომ მკვდარი ბავშვის ჩვენებებით მანიპულირებთ? რაც არ უნდა ნებით მოხდეს, არასრულწლოვანთან სექსი არის დანაშაული" - ნინო დანელია

"მაინც გაბედეს და გამოფინეს მოკლული გოგოს ჩვენებები, სადაც ის ამბობს, რომ სექსი კაცთან ნებაყოფლობით ჰქონდა... დაავიწყდათ, რომ რაც არ უნდა ნებით მოხდეს, არასრულწლოვანთან სექსი არის დანაშაული და მასზე ძალადობა", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე მედიაექსპერტი ნინო დანელია და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მედიას მიმართავს.

"მაინც გაბედეს და გამოფინეს მოკლული გოგოს ჩვენებები, სადაც ის ამბობს, რომ სექსი კაცთან ნებაყოფლობით ჰქონდა. ეგონა, ცოლად მოიყვანდა და იმან მოატყუა. აი, ეს გაბედეს. უცებ დაავიწყდათ, რომ რაც არ უნდა ნებით მოხდეს, არასრულწლოვანთან სექსი არის დანაშაული და მასზე ძალადობა. არასრულწლოვანი ვერ აფასებს რისკებს, არის მოწყვლადი. მით უმეტეს მაშინ, როცა, როგორც ირკვევა, ისეთ გარემოში იზრდება, როგორშიც ნინი იზრდებოდა, უდედოდ, უმამოდ, არაემპათიური ბაბუა-ბიძების გარემოცვაში. იქნებ ეს ბიჭი მისი დისფუნქციური ოჯახიდან თავის დაღწევის გზად მიიჩნია? იქნებ იმედი გაუჩნდა, რომ თავს დააღწევდა იმ გარემოს, რომელშიც უწევდა ცხოვრება?

გგონიათ, რომ ჩვენ არ გაგვიჩნდება შემხვედრი კითხვები?

1. რა მნიშვნელობა აქვს ნებით მოხდა თუ უნებურად, სისხლის სამართლის დანაშაული?

2. რა ვიცით, რა პირობებში დაწერა ნინიმ ჩვენება?

3. რა ვიცით, იძულებით მიაცემინეს ჩვენება თუ არა. თუ გგონიათ ლუკა სირაძე დაგვავიწყდა ან დემურ სტურუა, რომლებიც პოლიციამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე?

4. რატომ დააკავეს სრულწლოვანი ბიჭი გოგოს თვითმკვლელობის შემდეგ, როცა იცოდნენ დანაშაულის შესახებ.

5. როგორ მოახერხეს ბავშვისა და ოჯახის წევრების დაკითხვა (თუ დაიკითხნენ საერთოდ) და იმის ვერ აღმოჩენა, რომ ბავშვი ცემეს, რომ არავინ დაუჭირა მხარი, რომ ფსიქოლოგიურ ტერორში ყავდათ "შემარცხვენელი?"

6. თუ ნებით მოხდა, რატომ დაწერა ბავშვმა, რომ "სიმართლე მაინც ვერ დაამტკიცა". ვის ვერ დაუმტკიცა? რას უმტკიცებდა? რა იყო მისი სიმართლე, რამაც სიკვდილამდე მიიყვანა?

როგორ არ გრცხვენიათ, რომ მკვდარი ბავშვის ჩვენებებით მანიპულირებთ? შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia აბა, თქვენ იცით, მედია, ახლა ბავშვის პირადი ცხოვრება არჩიეთ და არკვიეთ მეგობრებთან და მეზობლებთან ნებით იყო თუ არა სექსი და მიეცით შსს-ს ამით მანიპულირების საშუალება!"

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. მომდევნო სხდომა 6 აპრილს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულის ახლობლები ძალადობაში პირიქით გოგონას ოჯახის წევრებს ადანაშაულებენ და ისინი ამბობენ, რომ სიმართლის დასამტკიცებლად იბრძოლებენ.

გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 10 თებერვალს გავრცელდა. ამის შემდეგ შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, პოლიციამ ქობულეთში 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.

"მცირე პერიოდში, სამწუხაროდ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მრევლი აღარ ეყოლება" - დეკანოზი ლევან მათეშვილი

2021 წელს დედაქალაქში პირველად გათოვდა - დათოვლილი თბილისის ულამაზესი ფოტოები

"რატომ უნდა ამ ხალხს გერმანიაში სამუშაოდ წასვლა? საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს თვეში 5000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი?"