ავტორი:

იტალიაში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა - იტალიელები ე.წ. კომენდანტის საათის დაწესებას აპროტესტებენ

იტალიაში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა - იტალიელები ე.წ. კომენდანტის საათის დაწესებას აპროტესტებენ

ულტრამემარჯვენე მოძრაობა „ახალი ძალის“ რამდენიმე ასეულმა აქტივისტმა იტალიის დედაქალაქ რომში საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ხელისუფლების მიერ ე.წ. კომენდანტის საათის დაწესებას აპროტესტებდნენ.

სამართალდამცავებმა მათ დაშლა არაერთხელ სთხოვეს, რა დროსაც აქტივისტებმა მათ ბოთლები ესროლეს და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს.

პოლიციელებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ კორონავრუსის შემთხვევების ზრდის გამო იტალიის რამდენიმე ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათია დაწესებული, რა მოსახლეობას შუაღამიდან დილის 5:00 საათამდე ქუჩაში გასვლას უკრძალავს.

"რა პრობლემა აქვს მაკრონს მუსლიმებთან? მას ფსიქიკურ დონეზე მკურნალობა სჭირდება" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ზუგდიდში ბანკის ძარცვის საქმეს - "ბატონო ტერორისტო, იქნებ დაგვეხმაროთ პუტინისგან გათავისუფლებაშიც, ვალში არ დაგრჩებით!"

ქვეყნები მსოფლიოში, სადაც კორონავირუსის რეკორდული დღიური ახალი შემთხვევები დაფიქსირდა