ავტორი:

დღეს ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - რას ამბობენ ქართველი ასტროლოგები მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევებს აძლევენ ზოდიაქოს ნიშნებს

დღეს ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - რას ამბობენ ქართველი ასტროლოგები მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევებს აძლევენ ზოდიაქოს ნიშნებს

10 ივნისს ახალმთვარეობა და მზის რგოლური დაბნელებაა. რას ამბობენ ქართველი ასტროლოგები მოსალოდნელი მოვლენების შესახებ და რა რჩევებს აძლევენ ზოდიაქოს ნიშნებს:

  • რამაზ გიგაური:

10 ივნისს ახალმთვარეობა და მზის რგოლური დაბნელება დაფიქსირდება. ის ონტარიოში (კანადა) დაიწყება, გადაივლის გრენლანდიის ნაწილს, ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ნაწილს და რუსეთის თითქმის მთელ ჩრდილოეთს.

ასტროლოგიური მნიშვნელობა: ეს გავლენა მთელი ივნისის განმავლობაში გაგრძელდება. იქნება ძველი წინაღობების გადალახვის, ძველ კითხვებზე პასუხის გაცემის, დამუხრუჭებული ან გადადებული საქმეების ახლებური ანალიზის პერიოდი. წინ წამოიწევს საბუთებთან, საქმიან ქაღალდებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან, უახლოეს გარემოცვასთან დაკავშირებული საკითხები. მზის ამ დაბნელებას მეტ-ნაკლებად იგრძნობენ ტყუპები და მშვილდოსნები, ასევე ის ადამიანები, ვისაც პირად ჰოროსკოპში ტყუპის ან მშვილდოსნის მე-17 გრადუსიდან 23-ე გრადუსში რომელიმე მზე, ასცენდენტი ან რომელიმე პლანეტა აქვთ განთავსებული.

  • ქეთი ვაწაძე:

10 ივნისს მზის დაბნელებაა. სატურნი უკვე რეტროგრადულია (უკანმავალი) ექვსი თვით, რასაც 30 მაისს მერკურიც შეუერთდა და ეს ყველაფერი გადადებული, შეჩერებული, დაუმთავრებელი საქმეებისკენ მიბრუნებას, მათ მოგვარებას შეუწყობს ხელს, თუმცა ახალი პროექტებისა და წამოწყებებისთვის დიდად სახარბიელო პერიოდი არაა... სჯობს თუნდაც ივნისის ბოლოსკენ დაგეგმოთ ახალი საქმეების დაწყება, ტექნიკის შეძენა, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება და სხვ. თუ თქვენც რეტრომერკურის წარმომადგენელი არ ხართ. უახლოესი დღეები შეეცადეთ მშვიდად, უკონფლიქტოდ გაატაროთ. ყურადღება მიაქციეთ საუბარს, ინფორმაციას, რადგან დიდია დეზინფორმაციის გავრცელების, მოტყუების, ცრუ დაპირებების გაცემის ალბათობა. მშვიდობიან დღეებს გისურვებთ!

  • ხათუნა ნოელი:

10 ივნისს მზის რკალისებური დაბნელებაა, ტყუპების 19°47-ზე. ამ დაბნელების წერტილი რეტროგრადულ მერკურისთან შეერთებაში მოდის. ამავე დროს აქვს კვადრატი ნეპტუნთან და ტრინი სატურნთან. რას ნიშნავს ეს? ტყუპების თემა ისედაც ინფორმაციაა და ახლა მერკურისთან შეერთებაში - მითუმეტეს. თუმცა როგორც ვთქვით, მერკური უკუსვლითია. შესაბამისად, ინფორმაცია მოდის წარსულიდან, ექო რაღაც ძველი ამბების, რაღაც, რაც მაშინ გამოგვრჩა, ან კიდევ უფრო დიდი ალბათობით - დაგვიმალეს (ნეპტუნის ზეგავლენა.) ფარული ამბების ამოტივტივებასთან ერთად, შესაძლოა, რომ აბსოლუტურად მართალ ადამიანებზე მოვისმინოთ ცილისწამებები.

ახალა ძალიან რთული იქნება ტყუილ-მართალის გარჩევა. ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გამოტანას. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყველაფერი გაირკვევა. ისე კი მეტად საინტერესოა, რომ დაბნელების წერტილს კვადრატი აქვს საქართველოს ბოლო ასტროლოგიური რუკის მარსთან, რომელიც ამ რუკაში მე-12, ანუ ფარული ამბების მმართველია... ითვლება, რომ მთვარის დაბნელებები უფრო მეტად ხალხის მასებზე ახდენს ზეგავლენას, ხოლო მზის - ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებზე, დიდი ორგანიზაციის ხელმძღვანელებზე, მათზე, ვინც გარკვეულად ძალაუფლებას ფლობს. მითუმეტეს, თუ ამ დაბნელების წერტილის სატურნთან ასპექტს გავიხსენებთ - სატურნი ხომ კანონი და სახელისუფლებო ვერტიკალია... ამიტომ თუ დაბნელების წერტილი უშუალოდ თქვენს რომელიმე პლანეტას არ უერთდება, დიდად ნუ აფორიაქდებით, მისი ზეგავლენა თქვენ არ შეგეხებათ.

მათ კი, ვისაც პირადი პლანეტები, განსაკუთრებით კი მზე ან მთვარე ტყუპების მე-20 გრადუსზე გყავთ, უმჯობესი რა თქმა უნდა, 9-10-11 რიცხვებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ საჭესთან, გზაზე, ახლობლებთან ურთიერთობაში კარგად მოზომოთ სიტყვები, ეცადეთ ყურადღებით გადაამოწმოთ მიღებული თუ გაშვებული ინფორმაცია.

კატეგორიულად არარეკომენდებულია ალკოჰოლი, გამაბრუებელი საშუალებები, ნებისმიერი მაგიური რიტუალების ჩატარება. აღარაფერს ვამბობ ქირურგიულ ჩარევებზე, თუ რა თქმა უნდა გადაუდებელი და სასიცოცხლოდ აუცილებელი არაა. მაინცდამაინც ამ დღეებში ნუ წამოიწყებთ რაიმე ახალს და მნიშნელოვანს, ამის დროც მოვა. სასურველია მარხვა, ლოცვა, მშვიდი მედიტაცია, თვითანალიზი. ბუნებასთან კავშირი, მოუსმინეთ მშვიდ, სასიამოვნო მუსიკას..."

  • მიხეილ ცაგარელი:

დღეს, 10 ივნისს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა... წაიკითხეთ სრულად

მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე გარდაიცვალა

თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის ვაჟი ქორწინდება - ფოტოები და ხელის თხოვნის ემოციური კადრები: ვინ არის ვატო არველაძის საცოლე

"რატომ გაქვთ ჩვენზე ასეთი აღგზნება? როცა რუსული თეატრები  ჩამოდიან, მაშინ  ტაშით ხვდებით" - რობერტ სტურუა