ავტორი:

ჯანსაღი დიაბეტური და დიეტური პროდუქციის ქართული მაღაზია

ჯანსაღი დიაბეტური და დიეტური პროდუქციის ქართული მაღაზია

სულ ორი თვეა, რაც ჩვენში ჯანსაღი დიაბეტური და დიეტური პროდუქციის პირველი ქართული კეტოპროდუქტების მაღაზია დაარსდა, სადაც ნუშისა და სელის ფქვილზე დამზადებული პროდუქცია იქმნება და იყიდება. ის არ შეიცავს მავნე ნახშირწყლებს, პროდუქცია სტევიაზე მზადდება, რომელიც შაქრის ჯანსაღი შემცვლელი პროდუქტია და სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.

ილია ღლონტი აღნიშნული კომპანიის შპს კეტომანიის დირექტორია, რომელიც „Ambebi.ge“-ს მათ საქმიანობაზე უამბობს:

www.ketomania.ge - ეს არის საიტი, საიდანაც შესაძლებელია შეკვეთა უშაქრო (დამზადებულია საერთაშორისოდ აღიარებულ შაქრის შემცვლელზე - სტევიაზე) და უფქვილო (ხორბლის ფქვილის გარეშე, ნუშის და სელის ფქვილის გამოყენებით) პროდუქციის (პური, ტკბილეული). ასევე წონის ეფექტური კლებისთვის განკუთვნილი ერთკვირიანი ან ერთთვიანი რაციონები და კერძები. ჩვენი პროდუქცია არ იწვევს ინსულინის და შაქრის დონის ზრდას, შესაბამისად, იდეალურია დიაბეტი ტიპი 2-ს ადამიანებისთვის.

ჩვენი პროდუქციის სრული ჩამონათვალი განთავსებულია საიტზე “ - აღნიშნავს ილია ღლონტი.

რატომ არის კარგი დიაბეტიანი პაციენტებისთვის ამ პროდუქციის მიღება, ამაზე ასე გვპასუხობს: „ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტური უმრავლესობა დიაბეტური ტკბილეულის ფრუქტოზაზე მზადდება, რომელიც მავნე შაქარია, სტევიასგან განსხვავებით.

დიაებტიან პაციენტებს არ შეუძლიათ რთული შაქრების მიღება. რთული შაქრი კი საქაროზაა, რომელიც დიაბტიანებს ეკრძალებათ, ოგანიზმი მას ვერ ამუშავებს, რადგანაც ინსულინის რეცეპტორები მოშლილია. ქარხნული ფრუქტოზა ყველაფერთან ერთად, იწვევს ღვიძლის გაცხიმოვნებას, ინსულინის დონის მკვეთრ ზრდას. სტევია კი მარტვი შაქარია და ორგანიზმისთვის ხელსაყრელი, რაც კვლევებითაა დადასტურებული. ვიმეორებ, ჩვენი პროდუქცია სწორედ სტევიაზე მზადდება,“ - განმარტავს რესპონდენტი და ჩვენთან საუბარს განაგრძობს:

„გრადა ამისა, სტევია უსაფრთხო შაქარის შემცვლელია, რომელიც აღიარებულია ევროპისა და ამერიკის ბაზარზე. მასზე, ამ მიმართულებით, არაერთი კვლევაა ჩატარებული. ასე რომ, ადამიანი ჩვენი პროდუქციის სახით იღებს ერთდროულად ტკბილ და თანაც, უვნებელ პროდუქტს. ის უვნებელია ასევე დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე ადამინებისთვისაც.

პროდუქცია ასევე არის მათთვის, ვინც ჭარბ წონას უჩივის. ამიტომ, გვაქვს რაციონები წონის კლებისთვის. ისინი ასევე არ იწვევს შაქრისა და ინსულინის დონის ზრდას. რაციონების მიტანა ხორციელდება ყოველდღიურად კვირისა თუ თვის განვმალობაში მომხმარებლის მიერ სასურველ მისამართზე. თითოეული კვება აგებულია კეტო დიეტის პრინციპზე დეტალური ინფომრაცია.

გარდა ონლაინ სივრცისა, გვაქვს რეალური სივრცეც - ბრედ ბარი (ყიფშიძის 2 ბ), სადაც შეიძლება შეძენა პურის და ტკბილეულის და რესტორანი ბრიმი (აბდუშელიშვილის 12-14, მე-5 სართული), სადაც შესაძლებელია კეტომეგობრული კერძების დაგემოვნება.

_ სწორი კვება მართლაც მნიშვნელოვანია...

_ ბევრმა არ იცის, რა არის სწორი კვება. ამიტომ, სწორ კვებაზე არსაწორი წარმოდგენები არსებობს, რის საფუძველზეც, წონაში არასწორი დიეტით იკლებენ და მერე ისევ იმატებენ. კეტოდიეტა კი სწორედ ამისთვის არსებობს. ის 10 წელია, რაც მსოფლიოში გავრცელდა და საქართველოშიც საკმაოდ პოპულარული გახდა.

ბევრს ჰგონია, რომ მაგალითად, ბრინჯს მიიღებს და არ გასუქდება. შეიძლება დაბალი კალორაჟით დაიკლოს, მგარამ მერე ისევ მოიმატებს. სწორი კვების მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის ინსულინისა და შაქრის დონის შემცირებაში გვეხმარება ცილა და ნატურალურ ცხოველურ ცხიმი.

_ თქვენთან ადგილზეც შეიძლება ამ პროდუქტის შეძენა და ინტერნეტით გამოწერაც, ხომ?

_ შეუძლიათ, გამოიწერონ პროდუქცია საიტზე, მაგრამ შეუძლიათ, ადგილზე მოვიდნენ დააგემოვნონ, ან თან წაიღონ კიდეც. ასე რომ, გვეწვიეთ!

R

ნახე, იყიდე, დაზოგე- ყოველკვირეული ფასდაკლებების კატალოგი მხოლოდ კვირის პალიტრის მკითხველისთვის

საჯარო მოხელეები თავიანთ თანამშომლებს აშინებენ, რომ თუ ხმას არ მისცემენ სამთავრობო კანდიდატს, სამსახურს დაკარგავენ - ანა კობახიძე

როგორ ვითარდებოდა საარჩევნო სისტემა საქართველოში