ავტორი:

ბრედ პიტი 27 წლის შეყვარებულს, ნიკოლ პოტურალსკის დაშორდა - რა გახდა განშორების მიზეზი

ბრედ პიტი 27 წლის შეყვარებულს, ნიკოლ პოტურალსკის დაშორდა - რა გახდა განშორების მიზეზი

ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ, ბრედ პიტმა რომანი პოლონური წარმომავლობის 27 წლის მოდელ, ნიკოლ პოტურალსკისთან გააბა, თუმცა ურთიერთობა ხანგრძლივი არ აღმოჩნდა და წყვილი უკვე დაშორდა ერთმანეთს.

ბრედისა და ნიკოლის დაშორების შესახებ ინფორმაციას Us Weekly ავრცელებს.

“ბრედი და ნიკოლი ერთმანეთს ახლახანს დაშორდნენ, მათ ერთმანეთთან მოკლევადიანი ურთიერთობა აკავშირებდათ, რომელსაც თავადაც არ განიხილავდნენ სერიოზულად“, - ექსკლუზიურად უყვება წყარო გამოცემას.

ყვითელ პრესაში აგვისტოში დაიწერა 56 წლის ბრედისა და 27 წლის ნიკოლის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, მაშინ, როცა წყვილი პარიზში, აეროპორტში ერთად შენიშნეს. მათ საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ერთად იმოგზაურეს. ამბობდნენ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავისა და მოდელის სასიყვარულო ურთიერთობა 2019 წლიდან დაიწყო, როდესაც ისინი ერთად დაესწრნენ ქანიე უესტის კონცერტს ლოს ანჯელესში.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლონური წარმომავლობის მოდელი დაქორწინებულია 68 წლის ბიზნესმენ როლანდ მერიზე. როგორც "დეილი მეილი“ წერს, ნიკოლმა ბრედი თავისივე ქმრის რესტორანში გაიცნო. გამოცემის ცნობითვე, ნიკოლსა და მის ქმარს ე.წ. თავისუფალი ქორწინება აკავშირებთ. მათ საერთო შვილი, 7 წლის ვაჟი ჰყავთ.

"როლანდი ფილოსოფიური ბუნების ადამიანია. ის რამდენჯერმე იყო ქორწინებაში და 5 შვილი ჰყავს. ის და ნიკოლი ამჟამად ოფიციალურ ქორწინებაში არიან, მაგრამ შეგიძლიათ ამას "თავისუფალი ქორწინება“ უწოდოთ“, - ამბობს წყარო.

ბრედისა და ნიკოლის დაშორების მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც ტაბლოიდები წერენ, სავარაუდოდ, გადაულახავი პრობლემები გააჩინა საზოგადოების მძაფრმა რეაქციამ. ნიკოლი სოციალურ ქსელებში ანჯელინა ჯოლის ფანების შეტევის მსხვერპლი ბოლო პერიოდში არაერთხელ გახდა.

როგორ გამოიყურებიან "ფარული ვნების" მსახიობები 18 წლის შემდეგ - "ტელემუნდოს" პოპულარული სერიალი მალე ახალი სეზონით დაბრუნდება (ფოტოები)

"ქართული გასტრონომია სხვა საფეხურზე უნდა გადავიდეს... ფინალისტებს ურთულესი ტურები ელოდებათ" - ვინ მოირგებს "წითელ კიტელს" და რა სურპრიზები ელის "სამზარეულოს ომების" მაყურებელს

ქართველი მსახიობი ადამ დრაივერთან ერთად House of Gucci-ს გადასაღებ მოედანზე - რას წერს ლუკა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში