ავტორი:

"უკეთესი იქნება თუ ჩამოყალიბდება - თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ აპირებს, თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას" - ბაქრაძე სააკაშვილზე

"უკეთესი იქნება თუ ჩამოყალიბდება - თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ აპირებს, თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას" - ბაქრაძე სააკაშვილზე

უკეთესი იქნება თუ ჩამოყალიბდება, თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ აპირებს, მაშინ უკეთესი იქნება, თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას, რომელსაც ასე ეფექტურად იყენებს ხელისუფლება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბრძოლის ხაზი გადის საქართველოში და მას ქმნიან ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ახლაც ერთ დარბაზში ერთად არიან. ბაქრაძე განმარტავს, რომ მათი პოზიცია იყო „არა - „ქართულ ოცნებას“ და არა - მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობას“ და „ევროპული საქართველო“ ახლაც ასეთივე პოზიციაზე რჩება.

„პირველ რიგში აბსოლუტურად მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საქართველოსთვის ბრძოლის ხაზი გადის საქართველოზე და საქართველოსთვის ბრძოლის ხაზს ქმნიან ის ადამიანები, რომლებიც ამ დარბაზში დღეს არის შეკრებილი - ოპოზიციის ლიდერები, ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე წავიდნენ და ხმა არ მისცეს „ქართულ ოცნებას“ და ისინი ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ და მომავალშიც მონაწილეობას მიიღებენ. აი აქ გადის ბრძოლის ხაზი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენი პოზიცია მთელ საარჩევნო პერიოდში იყო ძალიან მკაფიო, ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით და ვართ მისი პრემიერ-მინისტრობის და წინააღმდეგი ვართ ამ ქვეყანაში ნებისმიერი ახალი ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის. მის ჩამოსვლა-არჩამოსვლასთან დაკავშირებით - ეს არის პირადად მისი მისაღები გადაწყვეტილება, უკეთესი იქნება თუ ჩამოყალიბდება, თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ აპირებს ჩამოსვლას, მაშინ უკეთესი იქნება თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას, რომელსაც ასე ეფექტურად იყენებს ხელისუფლება,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

11 თვიანი პაუზის შემდე, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს

რას ამბობს გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე - "არ დავმალავ... ეს მიმაჩნია სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად"

"გიგა ბოკერია არასდროს ირხეოდა "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა" - ოთო კახიძე