ავტორი:

არანაირი მოწყალება კრიზისის დროს და... მოსალოდნელი ტერაქტების სერია? - ტერორიზმის გაზრდილი საფრთხე პანდემიისას

არანაირი მოწყალება კრიზისის დროს და... მოსალოდნელი ტერაქტების სერია? - ტერორიზმის გაზრდილი საფრთხე პანდემიისას

ეჭვგარეშეა, რომ კორონავირუსის პანდემიამ ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე მოახდინა გავლენა და უკვე რამდენიმე თვეა განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ. პოლიტიკოსების, მთავრობის წარმომადგენლების, ბიზნეს-სექტორის ლიდერების მთავარი საზრუნავი ახლა ჯანდაცვის გლობალური კრიზისი და ეკონომიკაზე პანდემიის ნეგატიური გავლენა, ასევე ის სხვა გაუთვალისწინებელი რისკებია, რომლებსაც ჯანდაცვის მასშტაბური პრობლემები ქმნის.

ამ ფონზე ნაკლები კონცეტრირებაა ტერორიზმსა და ექსტრემიზმზე. მიმდინარე მოვლენები კი აჩვენებს, რომ პანდემია მათ საფრთხეს ზრდის.

Global Security Review - ამერიკული გამოცემა, რომელიც გლობალური საფრთხეების შეფასებაზეა ორიენტირებული, აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას, სადაც განხილულია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხეები კორონავირუსის პანდემიის პერიოდში. სტატიის ავტორი თავდაპირველად განმარტავს, რომ ტერორიზმი და ექსტრემიზმი ხშირად ერთი და იგივე მოვლენების განსასაზღვრად გამოიყენება, თუმცა მათ შორის მკვეთრი განსხვავებაა - "ყველა ტერორისტი შეიძლება იყოს ექსტრემისტი, მაგრამ ყველა ექსტრემისტი ტერორისტი არ არის“, - წერს გამოცემა.

GSR აღნიშნავს, რომ გარდა ტერორისტული დაჯგუფებებისა, სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე ექსტრემისტული ორგანიზაციები ცდილობენ ვირუსთან დაკავშირებული დაუცველობის განცდა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ - გააძლიერონ თავიანთი ორგანიზაცია, გააძლიერონ საზოგადოებაში პანიკა.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ექსტრემიზმი და ტერორიზმი ძირითადად ასოცირდებოდა რელიგიასთან, განსაკუთრებით კი ისლამურ ექსტრემიზმთან, რომელიც მრავალი ქვეყნისთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს. მიმდინარე პანდემიამ კი რელიგიური ექსტრემიზმის გარდა, სხვა კატეგორიის ექსტრემიზმის საფრთხეებიც შეიძლება გაზარდოს.

  • არანაირი მოწყალება კრიზისის დროს და ტერაქტების სერია

ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ტერორისტული ჯგუფები ამჟამად დაკავებულები არიან კორონავირუსისგან მათი წევრების დაცვით, თუმცა ამის პარალელურად ჩვენ უკვე ვხედავთ სხვადასხვა ტერორისტულ თავდასხმებს, რომლებიც საპირისპიროზე მიუთითებენ. ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში ISIS-მა თავის მიმდევრებს მოუწოდა, რომ "კრიზისულ პერიოდში შეუტიონ და არ გამოხატონ მოწყალება".

ზოგიერთი ექსპერტი მოელოდა, რომ პანდემიის დროს ტერორიზმის საფრთხე არ იქნებოდა ძლიერი, თუმცა რეალური ფაქტები საპირისპიროს გვიმტკიცებს.

მაგალითად, აპრილში მალიში 25 ჯარისკაცი დაიღუპა ჯიჰადისტების შეტევის შედეგად.მასევე ტუნისის უსაფრთხოების ძალებმა აპრილში გამოააშკარავეს ტერორისტების გეგმა, რომლის მიზანიც იყო კორონავირუსის გავრცელება დახველებითა და ცემინებით.

2020 წლის 21 აპრილს გამოაცხადეს, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი ტერორისტი აბდელ მაჯედ აბდელ ბარი ესპანურმა პოლიციამ ალმერიაში დააკავა, სადაც კორონავირუსის კარანტინის დროს ცხოვრობდა. მან ესპანეთში ნავით ჩააღწია, როგორც ადგილობრივი გაზეთები წერდნენ, დიდ ბრიტანეთში ჩასვლას გეგმავდა, თუმცა გაურკვეველია რა მიზნით.

27 აპრილს საფრანგეთში დააკავეს მამაკაცი, რომლის თავდასხმის შედეგადაც, 3 პოლიციელი დაშავდა. როგორც გაირკვა, 29 წლის მამაკაცი ISIS-სთან იყო კავშირში.

ორი დღის შემდეგ დანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ ტერორისტული აქტი აირიდეს თავიდან, რომელიც "შესაძლო ისლამური მოტივებით“ იყო განპირობებული. 30 აპრილს თავდასხმა იყო ეგვიპტეში, რომელსაც აგვიპტის არმიის 10 წარმომადგენელი ემსხვერპლა, ტერორისტმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქა.

თუ ერაყში მომხდარ შემთხვევებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა მნიშვნელოვნად გაიზარდა ISIS-ის ოპერაციების რაოდენობა. 2020 წლის პირველ სამ თვეში კი 566 შეტევა განხორციელდა.

სირიასა და ერაყში ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა აჩვენა, თუ რამდენად გამძლეა ISIS პანდემიის პირობებში და უფრო მეტიც, იზრდება სხვა ექსტრემისტული ჯგუფების ძალაც. ეს ნათლად ჩანს ბაღდადში 47 წლის ჰიშამ ალ ჰაშიმის მკვლელობითაც. ჰიშამი იყო მსოფლიოს წამყვან უსაფრთხოების ექსპერტებს შორის ISIS-ისა და სხვა დაჯგუფებების საკითხებში. ერაყელი ოფიციალური პირების განცხადებით, ჰიშამმა მიიღო მუქარა ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფისგან, რის შემდეგაც ის საკუთარ სახლში მოკლეს.

იმას, რომ ტერორისტებს პანდემია ვერ აშინებთ და პირიქით, შესაძლოა, გლობალური კრიზისის პერიოდში უფრო მეტად იკრებდნენ ძალებს, ნიცაში და ასევე ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მომხდარი ბოლოდროინდელი ტერაქტებიც ადასტურებენ, რომლებიც უკვე დაუკავშირეს "ისლამურ მოტივებს."

  • პანდემია, როგორც ტერორიზმის გაძლიერების საშუალება

როგორც კონფლიქტოლოგები აღნიშნავენ, ტერორისტებმა შესაძლოა, ისარგებლონ იმით, რომ ახლა მსოფლიოს ფოკუსირება პანდემიაზეა გადატანილი, უფრო მეტიც, ტერორისტული ჯგუფები შეიძლება განიხილავდნენ გლობალურ პანდემიას და კრიზისს, როგორც შესაძლებლობას, რომ მოიპოვონ უფრო მეტი მომხრე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც გამოწვეულია საზოგადოების უკმაყოფილებით ეკონომიკური კრიზისისა და დაწესებული შეზღუდვების გამო.

  • აღსანიშნავია "ალ-ქაიდას“ 30 მარტის მოწოდება - მათ მოუწოდეს არამუსლიმებს, რომ კარანტინის პერიოდი ისლამის შესასწავლად გამოეყენებინათ.

ამასთან, ტერორისტული ჯგუფები თავიანთი საქმის პროპაგანდისთვის სოციალურ ქსელებს აქამდე ნაკლებად იყენებდნენ, თუმცა რადგანაც პანდემიის დროს ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ ონლაინ სივრცეში, მოსალოდნელია, რომ ისინი ამ სივრცის ათვისებას გააძლიერებენ, რისი ნიშნებიც უკვე შეიმჩნევა, მათ შორის კორონავირუსთან დაკავშირებული სახიფათო რიტორიკის გავრცელებით, ასევე კორონავირუსთან დაკავშირებული სხვადასხვა პოსტებით, რომელთა საშუალებითაც ისინი ფართო აუდიტორიის მიზიდვას უზრუნველყოფენ, ხოლო შემდეგ ამ აუდიტორიას საკუთარ იდეოლოგიას უზიარებენ.

  • პანდემია - ტერორისტებისთვის სამხედრო ბაზების გაძლიერების შესაძლებლობა

პანდემიის პერიოდს ტერორისტები შეიძლება იყენებდნენ არა მხოლოდ იდეოლოგიის პროპაგანდისთვის, არამედ თავიანთი ბაზების გაძლიერებისთვისაც, რათა პანდემიის შემდეგ უფრო ძლიერები იყვნენ. ტერორისტებს ბაზები აქვთ ძირითადად აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, რომელთა ხელისუფლებებიც ახლა მთლიანად კონცენტრირებულნი არიან კორონავირუსის პანდემიის პრევენციაზე და ტერორისტულ ჯგუფებთან ბრძოლას ნაკლები ყურადღება ეთმობა, რაც მათთვის ბაზების გაძლიერების იდეალური შესაძლებლობაა.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობათაშორისი ანტიტერორისტული თანამშრომლობა მსოფლიოში უკვე არსებობს, პანდემიის კრიზისი უპრეცედენტოდ დიდი გამოწვევაა ბევრი ქვეყნისთვის.

ეს მოიცავს ბევრ ასპექტს, მათ შორის, უსაფრთხოების ძალების და სამხედროების გადამისამართებას პანდემიის გავრცელების აღსაკვეთად. მაგალითად, კარანტინისა და ე.წ. კომენდანტის საათის პერიოდში ბევრ ქვეყანაში სამხედროებს ევალებათ კონტროლი. შეიძლება ვთქვათ, რომ სამხედროებს ბოლო თვეებში ბევრი ახალი ფუქნცია დაემატათ, რაც შესაძლოა, ზოგიერთ ქვეყანაში იწვევდეს ტერორიზმზე, სადაზვერვო საქმიანობაზე ფოკუსირების დაკარგვას.

მომზადებულია globalsecurityreview.com-ზე დაყრდნობით

კადიროვის გარემოცვის წევრები ქსენია სობჩაკს ემუქრებიან  - რატომ დაუპირისპირდა ჩეჩნეთის მმართველი ცნობილ ჟურნალისტს

მაშველებმა იზმირში, მიწისძვრიდან 91 საათის შემდეგ, 4 წლის გოგონა ნანგრევებიდან ამოიყვანეს

უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და "მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა, რაიან გიგზი მეგობარ ქალზე ძალადობის გამო დააკავეს