ავტორი:

"ჩემსა და ნიკა მელიას შორის მომხდარს, მე და მელია გავარკვევთ" - გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ის ოპოზიციაში შეგზავნილი არ არის

"ჩემსა და ნიკა მელიას შორის მომხდარს, მე და მელია გავარკვევთ" - გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ის ოპოზიციაში შეგზავნილი არ არის

"ჩემსა და ნიკა მელიას შორის მომხდარ ინციდენტს მე და მელია გავარკვევთ - არ მგონია, ეს საქვეყნო თემა იყოს", - ასე უპასუხა გუბაზ სანიკიძემ მასსა და ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე დასმულ კითხვას.

როგორც სანიკიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა, ქვეყანას გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემები აქვს და მისი და ნიკა მელიას ურთიერთობა საკვანძო საკითხი არ არის. სანიკიძემ აღნიშნა ისიც, რომ ის "შეგზავნილი ნამდვილად არ არის".

"მთავარი საყვედური ჩემს მიმართ არის ის, რომ დრო და ადგილი არ იყო სწორად შერჩეული. აბა, ნარიყალაზე ავიდე და განცხადება იქედან გავაკეთო?! რას ნიშნავს, დრო და ადგილი არ არის სწორი?! ყველას, ვინც ოპოზიციას გულშემატკივრობს, უმორჩილესად ვთხოვ, მიკარნახონ, შემირჩიონ დრო და ადგილი. ეს გაუგებარი ამბავია“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ნორმალური ურთიერთობა აქვს, განწყობა საბრძოლოა და ახლა ოპოზიცია სწორ გზაზე დგას.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე ერთმანეთს "მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, როცა გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციიდან არც ერთი მათგანის არ ეშინია და დადგა დრო, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს. აღნიშნულზე ნიკა მელიამ სანიკიძეს უპასუხა, რომ მას ოპოზიციაში ხინჯი შეაქვს.

მათ შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მელიამ სანიკიძეს პროვოკატორი და უნამუსო უწოდა.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ენტონი ბლინკენმა ლავროვთან საუბრისას, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხიც წამოსწია" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

"ოპოზიცია დენიკინის ჯარივით ვართ, მარტო გენერლები" - გუბაზ სანიკიძე