ავტორი:

პუტინმა ალიევთან საუბრისას იმ რაიონებში მდებარე ეკლესია-მონასტრების უსაფრთხოების საკითხი განიხილა, რომელიც აზერბაიჯანს უბრუნდება

პუტინმა ალიევთან საუბრისას იმ რაიონებში მდებარე ეკლესია-მონასტრების უსაფრთხოების საკითხი განიხილა, რომელიც აზერბაიჯანს უბრუნდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრის დროს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განხორციელების პრაქტიკული ასპექტები განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სატელეფონო საუბრების დროს კმაყოფილება გამოითქვა იმის გამო, რომ კონტაქტის ხაზზე სიტუაცია საკმაოდ წყნარია,“ - აღნიშნულია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ იმ რაიონებში, რომლებიც აზერბაიჯანს უბრუნდება, ქრისტიანული ეკლესიები და მონასტრები მდებარეობს.

„ილჰამ ალიევთან საუბარში ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რაიონებში, რომლებიც სამმხრივი განცხადების თანახმად აზერბაიჯანის რესპუბლიკას უბრუნდება, ქრისტიანული ეკლესიები და მონასტრები მდებარეობს. ამასთან დაკავშირებით, მან ხაზი გაუსვა ამ სალოცავების უსაფრთხოებისა და ნორმალური ეკლესიური ცხოვრების უზრუნველყოფის მნიშვნელობას“, - აცხადებენ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"რუსეთმა სომხეთი მორალურად დაკარგა, ანტირუსული განწყობები ყოველდღე ძლიერდება, ბაზების გაყვანა კი დროის ამბავია" - სომხები რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტს აფასებენ

"შესაძლებელი რომ ყოფილიყო შუშის შენარჩუნება, შენარჩუნდებოდა, ქალაქიდან 300-ზე მეტი გმირის ცხედარი გამოვიყვანეთ, წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბის ბრძოლა იყო?" - ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს