ავტორი:

ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე კორონავირუსით გარდაიცვალა - რა განაცხადა კლინიკის დირექტორმა?

ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე კორონავირუსით გარდაიცვალა - რა განაცხადა კლინიკის დირექტორმა?

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი. ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

"24 საათის განმავლობაში, გარდაიცვალა ორი პაციენტი, 65 და 85 წლის მამაკაცები. პაციენტებს კორონავირუსთან ერთად თანმდევი დაავადებები ქონდათ. მათი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა მძიმედ. 65 წლის მამაკაცი 59-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. მას ვირუსთან ერთად, აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, ჰქონდა თანმხლები ქრონიკული დაავადებები, მათ შორის გულთან დაკავშირებული. მოზრდილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომის და არასტაბილური ჰემოდინამიკის გამო იმყოფებოდა ინოტროპულ - ვაზოპრესულ მხარდაჭერაზე, აღენიშნებოდა ჰექტიური ცხელება, არასტაბილური წნევა და ოქსიგენაცია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, დაავადების მძიმე მიმდინარეობის გამო, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განაცხადა მაღლაფერიძემ.

კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 72 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსის 3120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 2358 პაციენტი

"მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა მოვიგოთ!" - რას ამბობს შოთა არველაძე ჩრდ. მაკედონიასთან თამაშზე, გადატანილ კოვიდსა და ირანში ნამღერ "ლალეზე"

73 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა