მერკელი უკრაინის გაზსადენის რეკონსტრუქციას დააფინანსებს

მერკელი უკრაინის გაზსადენის რეკონსტრუქციას დააფინანსებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინული გაზსადენის სისტემის რეკონსტრუქციისთვის თანხის გამოყოფაზე თანახმაა. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან მოლაპარაკებების დროს განაცხადა.

ამ დროისთვის უკრაინული გაზის სატრანზიტო სისტემით ევროპას რუსული საწვავის 80% მიეწოდება. 2009 წლის მარტში უკრაინამ ევროკავშირთან გაზის სატრანზიტო სისტემის მოდერნიზაციაზე დეკლარაციას ხელი მოაწერა, თუმცა მას შემდეგ საქმე წინ აღარ წასულა.

წელს, თებერვალში იანუკოვიჩმა სისტემის მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო კონსორციუმის ფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელშიც ევროკავშირი და რუსეთის ფედერაციაც უნდა შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამით რუსეთის მხარეს საშუალებას მისცემს, უარი თქვას გაზსადენების: "სამხრეთ ნაკადისა" და "ჩრდილოეთ ნაკადის" პროექტების განხორციელებაზე.

გაზის სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციაზე უკრაინა 2018 წლამდე 6,5 მლრდ დოლარის მოზიდვას გეგმავს.

მომზადებულია korrespondent.net-ის მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ