ავტორი:

რუმინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა, რასაც სულ მცირე 10 კოვიდინფიცირებული პაციენტი ემსხვერპლა

რუმინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა, რასაც სულ მცირე 10 კოვიდინფიცირებული პაციენტი ემსხვერპლა

რუმინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ნიამცის ოლქის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები მკურნალობდნენ ხანძარი გაჩნდა.

BBC-ის ინფორმაციით, ცეცხლი შენობის იმ ნაწილში გავრცელდა, სადაც ინტენსიური თერაპიის პალატა იყო განთავსებული და 16 ინფიცირებული მკურნალობდა. ხანძარს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კი ამ დრომდე კრიტიკულია.

რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრის, ნელუ ტატარუს განცხადებით, საავადმყოფოში ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.

"ბაიდენს შეუძლია ყარაბაღის შესახებ შეთანხმების დეზავუირება მოახდინოს" - არის თუ არა აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლა ამიერკავკასიისთვის საფრთხის მომტანი?

მსახიობი არმენ ჯიგარხანიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

"რაღაც ძალიან ყალბი ხდება“ - ილონ მასკის თქმით, კორონავირუსის 4 ტესტი გაიკეთა და განსხვავებული პასუხები მიიღო