ავტორი:

"აღარ მაშინებს ვირუსი, "პისიარი" მაქვს მინუსი" - კორონავირუსისგან განკურნებულმა მეუფე ნიკოლოზმა რესპუბლიკური საავადმყოფო აკურთხა და ვირუსზე ლექსი დაწერა

"აღარ მაშინებს ვირუსი, "პისიარი" მაქვს მინუსი" - კორონავირუსისგან განკურნებულმა მეუფე ნიკოლოზმა რესპუბლიკური საავადმყოფო აკურთხა და ვირუსზე ლექსი დაწერა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ის "იუთუბზე" გავრცელებული ვიდეოს კომენტარებში წერს და საზოგადოებას თავის კოვიდ ისტორიას უყვება.

"ჩემი ავადმყოფობის მოკლე ისტორია: ყველას გმადლობთ ლოცვისა და კეთილი სურვილებისათვის! პირველი სიმპტომები შაბათს, 31.10 გამომაჩნდა. თავიდან უბრალო გაცივება მეგონა, მაგრამ შემდეგ დავკარგე ყნოსვა და გემო, მიჭირდა გამოღვიძება და ცხვირში და ყელში ამოსუნქვისას სიმხურვალეს ვგრძნობდი.

პირველი pcr ანალიზი, რომელმაც ვირუსი დამიდასტურა, ოთხშაბათს, 4.11 გავიკეთე. კვირის ბოლოს ავადმყოფობამ უკან დაიხია. თვითიზოლაციაში 2 კვირა გავატარე და გუშინ, შაბათს, 14.11 ჯერ სწრაფმა ტესტმა, ხოლო, მოგვიანებით pcr-მა უარყოფითი პასუხი აჩვენა, ანუ ვირუსი აღარ მაქვს. ამ მიზეზის გამო მცირე ლექსიც კი შევთხზი: აღარ მაშინებს ვირუსი: pcr მაქვს მინუსი" - წერს მეუფე ნიკოლოზი.

რაც შეეხება მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, მასში ჩანს, თუ როგორ აკურთხებს მეუფე რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებას.

აქციაზე "ბარბერის" ქურთუკით მისული ნიკა მელია სოცქსელების ვარსკვლავად იქცა - რა ღირს სამოსი, რომელიც ოფიციალურ საიტზე შეზღუდული რაოდენობითაა

"მნიშვნელოვანია ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება" - ლევან კობიაშვილი საქართველოს ნაკრების წარუმატებლობას ეხმიანება

ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ვაისი ესტონეთის წინააღმდეგ მატჩში ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს - ვინ შეასრულებს მწვრთნელის მოვალეობას?