ავტორი:

"აზოტი ჰქონდა, დიალიზს უკეთებდნენ, იმ დღეს კლინიკაში რა გაუკეთეს არ ვიცი, გზაში დაიღუპა" - ბათუმში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი 12 წლის გოგონას კორონავირუსით დაღუპვას გამორიცხავს

"აზოტი ჰქონდა, დიალიზს უკეთებდნენ, იმ დღეს კლინიკაში რა გაუკეთეს არ ვიცი, გზაში დაიღუპა" - ბათუმში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი 12 წლის გოგონას კორონავირუსით დაღუპვას გამორიცხავს

ბათუმში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ინფორმაციით, 12 წლის გოგონას კლინიკაში მოთავსებამდე ვირუსის სიმპტომები, მათ შორის ტემპერატურა არ აღენიშნებოდა.

ოჯახი ბავშვის კორონავირუსით ინფიცირების ფაქტს გამორიცხავს.

მათი თქმით, რეანომობილს სპეციალური აღჭურვილობა არ ჰქონდა, რის გამოც ჟანგბადის მიწოდება ვერ უზრუნველყვეს.

''დაახლოებით 01:30 საათი იყო, ბავშვი შეუძლოდ გახდა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ სისხლის გადასხმა დაუწყეს, თუმცა ნახევარი ჰქონდა გადასხმული, სასწრაფო გამოიძახეს და თბილისში გადაყვანა გადაწყვიტეს. დაბადებიდან არ ჰქონდა ცალი თირკმელი და კვირაში რამდენჯერმე დიალიზს უკეთებდნენ. იმ დღეს კლინიკაში რა გაუკეთეს არ ვიცი, გზაში დაიღუპა. როგორც მე ვიცი, აზოტი ჰქონდა. კლინიკაში რომ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი მეყოლებოდა.

კორონავირუსი არ ჰქონია, არც სიცხე ჰქონდა და არც ხველა. ტემპერატურით შემოვიდაო რომ ამბობენ, ეგ აწყობთ მაგათ. არავის აქვს სახლში სიცხე, 7 წევრი მყავს. დიალიზი სჭირდებოდა. შაბათ-კვირას დასვენება იყო. საღამოს მითხრა კარგად არ ვარო, ჰაერის უკმარისობა ჰქონდა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ რეანომობილში ჟანგბადი არ ეყო“, - აცხადებს გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა.

ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის დირექტორის, თამარ ბახტაძის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმედ შეფასდა და სპეციალურ კლინიკაში რეფერირებისას მდგომარეობა უფრო დამძიმდა.

„ჩვენი კლინიკის მედპერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო.

კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ქრონიკული მძიმე დაავადების გამო დიალიზის ჩატარება ესაჭიროება. დარღვეული იყო კლინიკო ლაბორატორიული პარამეტრები“, - განაცხადა ბახტაძემ. მისივე თქმით, პაციენტის რეფერირება თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაწყდა, თუმცა, ტრანსპორტირებისას ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა.

„კლინიკაში შემოსვლისას სხვადასხვა სისტემის უკმარისობა ჰქონდა, თუმცა წამყვანი დაავადება იყო ქრონიკული დაავადება, რომელიც პერიოდულად სამედიცინო ჩარევას საჭიროებდა. დიალიზი ჩვენს კლინიკაში არ ტარდება.

შიდა სამედიცინო მოკვლევა მიმდინარეობს“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

"აღარ მოვისურვე ჩემი სატელევიზიო კარიერის გაგრძელება ამ სივრცეში" - "ტვ პირველს" ორი ტელეწამყვანი და პროდიუსერი ტოვებენ

"შესაძლოა, ხვალიდან კლინიკაში გადავიდე... ტემპერატურის მომატება და ხველა მაქვს ძალიან შემაწუხებელი" - თენგიზ ცერცვაძე

ანა შელიამ საფრანგეთში იმშობიარა - რატომ ვერ დაესწრო მის მშობიარობას მოდელი დედა (ფოტო)