ავტორი:

"უანგარო და კეთილშობილი კაცი ქვეყანს არ უნდა დააკლდეს" - ავარიის შედეგად დაშავებულ ექიმს საზოგადოების დახმარება ესაჭროება

"უანგარო და კეთილშობილი კაცი ქვეყანს არ უნდა დააკლდეს" - ავარიის შედეგად დაშავებულ ექიმს საზოგადოების დახმარება ესაჭროება

22 მაისის ღამით, მას შემდეგ რაც ქვეყანაში "კომენდანტის საათი" გაუქმდა, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა ველოსიპედისტს დაეჯახა.

მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ველოსიპედს ცნობილი ექიმი-ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი და ნარკოლოგი, ფსიქოსოციალური კვლევის და მომსახურების ასოციაცია "ნებას" დამფუძნებელი დავით ანდღულაძე მართავდა.

ფსიქიატრმა ავარიის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო - მას გატეხილი აქვს ნეკნები, დაზიანებული აქვს ფილტვი, ასევე მიიღო ზურგის ტვინის დაზიანება. ჩაუტარდა ოპერაცია.

მომხდარიდან რამდენიმე თვე გავიდა და დათო ანდღულაძის მდგომარეობა არ შეცვლილა. ცნობილი ფსიქოთერაპევტი მძიმე დაზიანებებით კვლავ რეანიმაციაშია. ამ ეტაპზე იგი დამატებით მკურნალობას საჭიროებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დავით ანდღულაძის მეგობრები მის გადასარჩენას დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავენ.

"დღიდან ჩემი ფეისბუქზე გაწევრიანებისა, არასდროს არავისთვის არაფერი მითხოვია. ახლა უნდა გთხოვოთ: საქმე ეხება ჩემთვის მეტად ძვირფასი ადამიანისა და მეგობრის - დათო ანდღულაძის სიცოცხლეს.

დათო სიკეთითა და უანგარობით გამორჩეული ის ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტია, რომლის წყალობითაც ბევრმა ადამიანმა საკუთარი თავი იპოვა და სიცოცხლის ხალისი დაიბრუნა. ეს კაცი დაუზარებლად ეხმარებოდა ყველას, ვისაც მისი დახმარება სჭირდებოდა და ყოველთვის, როცა მას ამის საშუალება ჰქონდა.

კარანტინის მოხსნის ღამეს, პაციენტის დასახმარებლად ველოსიპედით მიმავალი დათო საშინელ ავტოავარიაში მოყვა.

ავარიის შედეგად მისი ჯანმრთელობა ისე ძლიერ დაზიანდა, რომ დღემდე გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, სადაც, მისი მკურნალობის საწყისი ეტაპისათვის აუცილებელი, ოჯახისა და მეგობრების მიერ მობილიზებული თანხა უახლოეს დღეებში ამოიწურება.

ახლა, როცა დათოს ოჯახისა და მისი ტკივილით დაზაფრული ახლობლების მიერ მისი გადასარჩენი ფინანსური რესურსების მობილიზება ვეღარ ხერხდება, მას ყველა ჩვენგანის დახმარება სჭირდება.

დათო აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ, ვინაიდან ასეთი უანგარო და კეთილშობილი კაცი ქვეყანს არ უნდა დააკლდეს.

ვერთიანდებით დათო ანდღულაძის სიცოცხლის გადასარჩენად. საჭიროა, რომ 100 000-მა ადამიანმა სულ რაღაც 5 ლარი გადარიცხოს, რათა მოხერხდეს მისი მკურნალობა გერმანიაში.

გაწევრიანდი ჯგუფში https://www.facebook.com/groups/100000megobari/?ref=share და გააზიარე სიკეთე.თავის მხრივ შენი 5 მეგობარიც იმავეს გაიმეორებს.და ასე გავაგრძელებთ..

1. მხოლოდ 5 ლარით გადარჩენილი სიცოცხლე!

2. რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოწვევა ჯგუფში!

3. ფოტოს ან ვიდეოს გადაღება (5 ლარით ხელში-ეს ძალიან მნიშვნელოვანია) და სქრინთან ერთად ატვირთვა ჩვენს ჯგუფსა და პროფილზე" - წერს ანდღულაძის მეგობარი მამუკა ბადრიძე.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000125920900 მიმღები: სოფიო ანდღულაძე

SWIFT CODE: BAGAGE22GTS

თიბისი ბანკი: - GE67TB7019045069600001მიმღები: კონსტანტინე ანდღულაძე

SWIFT CODE: TBCBGE22850

"იგუდება, თუ კლინიკაში არ გადაიყვანეს, ბიძა მომიკვდება" - 52 წლის დავით წეროძის ახლობლები ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვენ

ვიბრძოლოთ მართას გადასარჩენად - პატარას, რომელსაც ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსევს, ჩვენი დახმარება სჭირდება

ლევან გოგიჩაიშვილი: "პლაზმა ერთხელ უკვე ჩავაბარე, ვაპირებ მეორედაც გავიღო" - როგორ კურნავს კოვიდისგან გამოჯანმრთელებულის პლაზმა სხვა ინფიცირებულს?