ავტორი:

"მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს" - რას ამბობდა თვეების წინ Covid-პანდემიაზე ეპისკოპისი, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა

"მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს" - რას ამბობდა თვეების წინ Covid-პანდემიაზე ეპისკოპისი, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი), რომელიც დღეს დილით კორონავირუსის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად გარდაიცვალა, პანდემიის დასაწყისში მრევლს ვირუსის შესახებ ესაუბრებოდა და რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებდა.

ეპისკოპოსის მიმართვა, რომელიც 2020 წლის მარტში ბორჯომის ადგილობრივი ტელევიზიით გადაიცა, მეუფემ Facebook-ის გვერდზე თავად გაავრცელა.

ეპისკოპოსმა მიმართვა ესაია წინასწარმეტყველის (26-20) სიტყვებით დაიწყო: "მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს".

ეპისკოპოსი ლაზარე მრევლს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დადგენილი რეგულაციების ზედმიწევნით შესრულებისკენ მოუწოდებდა:

"რთული განსაცდელის წინაშე ვდგავართ განსაკუთრებული რეჟიმის გამო, რომელიც გამოწვეულია COVID-19-თან დაკავშირებით, მინდა შეგახსენოთ და უმორჩილესად გთხოვთ, რომ სიყვარულითა და ერთმანეთის ზრუნვით გადავლახოთ ეს ურთულესი პერიოდი.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე გვაცნობებს ვირუსის პიკური პერიოდი იწყება და შევდივართ გარკვეულ პრე-კრიტიკულ ფაზაში. ამიტომ, მეტად უნდა გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიება, რასაც დღეს ქვეყანა ატარებს.

სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე ვერ იცავს ამ წესებს და ბატონ პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, დღეიდან იზღუდება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. საგანგებო მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

ამის გამო მინდა შეგახსენოთ და მოგიწოდოთ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შესახებ (21.03.2020) და ზედმიწევნით შეასრულოთ ყველა ის რეგულაცია.

ღვთისმსახურების დასწრების დროს დაცული იქნას რეკომენდირებული დისტანცია თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის. ვინც არიან რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები, თქვენივე უსაფრთხოებისათვის, მოგიწოდებთ მაქსიმალურად შეზღუდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტი, რათა არ შეუქმნათ საფრთხე როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვა ადამიანთა სიცოცხლეს.

მაქსიმალურად შევეცადოთ სახლში დარჩენა და გავაძლიეროთ ლოცვები წმინდა სინოდის განჩინებისამებრ: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“, „გიხაროდენ“ და მოწყალებისა კარი განგვიღე“. ასევე შეგიძლიათ ნებისმიერი ლოცვა. საჭიროებისამებრ ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირები მზად არიან, ვისაც სურვილი აქვს თავად ესტუმრონ სახლებში და შესაბამისი მსახურება ჩაუტარონ. ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება. მარად თქვენთვის მლოცველი, ქრისტესმიერი სიყვარულით, ეპისკოპოსი ლაზარე", - აღნიშნული იყო ეპისკოპოსის მიმართვაში.

ცნობისთვის, როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, ეპისკოპოსს სხვა თანმხლებ დაავადებასთან ერთად კორონავირუსი ჰქონდა.

"დღეს დილით გარდაიცვალა. სიმსივნე ჰქონდა და ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა, კორონავირუსიც ჰქონდა“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

"სულ რომ მეშინოდა და მერე ამ შიშს მალევე სადღაც ვჩქმალავდი, ის დროა ახლა" - ნინო სურგულაძის ემოციური პოსტი მამის გარდაცვალების შემდეგ

"ერთი პოლიციელი უნდა დავითრიოთ, დავჩეხოთ..." - ოქრუაშვილის თანაპარტიელის ვიდეომიმართვა, რომელიც მწვავე კრიტიკის შემდეგ "ფეისბუქიდან" წაშალა

"რით ვერ მიხვდი, შველა მინდა და უნდა მიშველო! არ არის დრო სიძულვილის... უნდა შევძლოთ, ერთმანეთი გადავარჩინოთ!" - ლევან რატიანის ემოციური მიმართვა