ავტორი:

"ამ ადამიანის რომანტიზაცია და ლამის მემარცხენე აქტივისტად წარმოჩენა, ვერ არის საუკეთესო ფიქრი" - რას წერს გიორგი კეკელიძე თავდამსხმელზე

"ამ ადამიანის რომანტიზაცია და ლამის მემარცხენე აქტივისტად წარმოჩენა, ვერ არის საუკეთესო ფიქრი" - რას წერს გიორგი კეკელიძე თავდამსხმელზე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი პირის რომანტიზაცია არ უნდა მოხდეს.

ამის შესახებ კეკელიძე "ფეისბუქზე" წერს.

"კი - აფთიაქების ფასებიც მიუღებელია და საბანკო განაკვეთიც კატორღული, მაგრამ იმ ადამიანის რომანტიზაცია და ლამის მემარცხენე აქტივისტად წარმოჩენა, რომელსაც სრულიად უდანაშაულო მოქალაქეები ჰყავს მძევლად, ვერ არის საუკეთესო ფიქრი.

იმედი მაქვს სპეცოპერაცია უსისხლოდ დასრულდება და ყველა უვნებელი გადარჩება, მათ შორის ეს ბიჭიც, რომელსაც კაცმა არ იცის რა გასაჭირი ადგას, თუმცა, კიდევ ერთხელ დავძენ, რომ არცერთი პრობლემა და იდეა ამგვარ ქმედებას არ და ვერ გაამართლებს. ვერასდროს" - წერს კეკელიძე. პოსტი კეკელიძემ სპეცოპერაციის დასრულებამდე დაწერა.

თავდამსხმელი, რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა, უკვე დაკავებულია. "

"რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და ოპერატიული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლადაა გათავისუფლებული და შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია“,- განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.

ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი"-ში შეიარაღებული პირი დღის მეორე ნახევარში შეიჭრა. ადგილზე მალევე მოხდა საპოლიციო ძალების მობილიზება.

გაირკვა, რომ თავდამსხმელი ლევან ზურაბიშვილია, რომელიც რამდენიმე მოთხოვნას აყენებდა. მან მძევლად 9 პირი აიყვანა. თავდასხმის მომენტში ის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"ადგილი აქვს ხატის არა აღდგენას, არამედ ხელყოფას" - რას წერს "საყდრისის კომიტეტი" სვანურ ტაძარში დაცული ღვთისმშობლის ხატის რესტავრაციაზე

"ორჯერ დიდ ქვეყანას მოვემსახურებით, იმხელა საწოლფონდი გვაქვსო... სიშტერესაც აქვს საზღვარი!" - რას წერს ჟურნალისტი

"ჩვენ ამ კონკრეტული ეპიდტალღის პიკზე ვიყავით გუშინ... რაც მალე მოვხსნით შეზღუდვებს, მით უკეთესი იქნება" - რას წერს ინფექციონისტი