ავტორი:

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 99 ქვეყანაში მიმდინარეობს - Bloomberg-ი განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 99 ქვეყანაში მიმდინარეობს - Bloomberg-ი განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს

Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 99 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 218.8 მილიონამდე ადამიანი აიცრა. გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.1 მილიონამდე ადამიანს უტარდება, შედეგად კი პლანეტის მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას 5 წელი დასჭირდება.

ყველაზე მეტი - 66 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა. მე-2 ადგილზე ჩინეთია 40.5 მილიონი ვაქცინირებულით. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 7.7 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 85.9 ვაქცინირებულს ნიშნავს.

ისრაელის შემდეგ პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია, სადაც მოსახლეობის 53% აიცრა. მათ ჩილე, მაროკო და თურქეთი მოჰყვებიან.

"პერსევარანსმა" მარსიდან ახალი შთამბეჭდავი ფოტოები გამოგზავნა - დაათვალიერეთ "წითელი პლანეტა“

თუ კოსმოსში მოგზაურობაზე ოცნებობთ - იაპონელი მილიარდერი 8 ადამიანს მთვარეზე სამოგზაუროდ ეპატიჟება

ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ მზად არის საფრანგეთს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლოს