ავტორი:

კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინა 25-დან 37 დოლარამდე ეღირება

კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინა 25-დან 37 დოლარამდე ეღირება

ამერიკულ კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საშუალოდ, 25-დან 37 აშშ დოლარამდე ეღირება. ამ ინფორმაციას კომპანიის ხელმძღვანელი სტეფან ბანსელი ავრცელებს.

მისი თქმით, ვაქცინის ფასი ასევე დამოკიდებული იქნება შეკვეთების მოცულობაზე. წინასწარი მონაცემებით, Moderna წლის ბოლომდე 20 მილიონი ვაქცინის წარმოებას გეგმავს, მომდევნო წლის განმავლობაში კი, მილიარდზე მეტის.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ამერიკულმა კომპანია Moderna გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, ახალი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია. ვაქცინის შექმნის შესახებ ასევე განაცხადეს გერმანულმა მწარმოებელმა BioNTech-მა და ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა. მათი თქმით, მკვლეველი აჩვენებს, რომ ვაქცინას ადამიანების ვირუსისგან დაცვა 90%-ით შეუძლია.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინამ 70%-იანი ეფექტურობა აჩვენა - რას წერს BBC

CNN  - აშშ "ღია ცის ხელშეკრულებიდან“ ოფიციალურად გავიდა

კორონავირუსის სამკურნალო კიდევ ერთი პრეპარატი - აშშ-ში "ანტისხეულების კოქტეილის" გამოყენებაზე ნებართვა გასცეს