ავტორი:

ჯანმო ევროპას კორონავირუსის მესამე ტალღის შესახებ აფრთხილებს

ჯანმო ევროპას კორონავირუსის მესამე ტალღის შესახებ აფრთხილებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ნაბაროს განცხადებით, 2021 წლის დასაწყისში ევროპაში "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღაა მოსალოდნელი. ამის შესახებ მან შვეიცარიულ მედიაკომპანიების წარმომადგენლებს განუცხადა.

ნაბაროს თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს მეორე ტალღის თავიდან აცილება მას შემდეგ, რაც მათ პირველი ტალღის გაკონტროლება შეძლეს.

„ევროპული რეაქცია იყო არასრული. მათ ხელიდან გაუშვეს შანსი, აეშენებინათ საჭირო ინფრასტრუქტურა ზაფხულის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეძლეს, ინფექციის პირველი ტალღის გაკონტროლება. ახლა მეორე ტალღაა. თუკი ისინი არ ააშენებენ საჭირო ინფრასტრუქტურას ახლა, მათ ექნებათ მესამე ტალღა მომდევნო წლის დასაწყისში“, - განაცხადა ნაბარომ.

ჯანმოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბევრი დასავლეთევროპული ქვეყნის წინაშე დგას ამოცანა, კვლავაც გააკონტროლონ ვირუსი ისე, რომ არ გამოიყენონ ისეთი უხეში ზომა, როგორიც არის „ლოქდაუნი“ - მკაცრი იზოლაციის რეჟიმი, რისთვისაც, მისი თქმით, უწევთ მაღალი ფასის გადახდა.

"ინაუგურაციაზე საზოგადოებას ვთხოვ, 100 დღე პირბადე ატარონ" - ჯო ბაიდენი მზადაა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტაროს

NATO უკრაინასა და საქართველოს თავისკენ ექაჩება და ერთობლივი წვრთნებისა და მანევრების დროს რუსეთის წინააღმდეგ წვრთნის - მარია ზახაროვა

პირველი ქალი მთავარი მსაჯი "კაცების თამაშში": ვინ არის სტეფანი ფრეპარტი, რომელმაც "ჩემპიონთა ლიგაზე" იმსაჯა: "გოგონები მიყურებენ და ფიქრობენ, ეს შესაძლებელია"