ავტორი:

ქართულ-იაპონური ოჯახის ამბავი და იაპონური ტრადიციები - "დედამთილმა, ბებოს ოთახში სძინავსო. გავედით ოთახში და ვხედავ გარდაცვლილს"

ქართულ-იაპონური ოჯახის ამბავი და იაპონური ტრადიციები - "დედამთილმა, ბებოს ოთახში სძინავსო. გავედით ოთახში და ვხედავ გარდაცვლილს"

მარიამ ბეჟანიშვილი უკვე 8 წელზე მეტია იაპონიაში მეუღლესთან, კოსუკე ინაბასთან ერთად ცხოვრობს და კიოტოს პრეფექტურაში მუშაობს. წყვილმა საქართველოში იქორწინა. მარიამი კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა და ბევრ საინტერესო ამბავთან ერთად იაპონურ ტრადიციებზეც გველაპარაკა.

- რატომ დაინტერესდით იაპონიით და იაპონური ენის შესწავლით?

- თავდაპირველად ენის სირთულემ დამაინტერესა - მეშვიდე კლასში ესპანურსა და იაპონურს შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა. ესპანური მარტივად მომეჩვენა და ვიფიქრე, მის სწავლას ყოველთვის შევძლებ-მეთქი, ამიტომაც მესამე უცხო ენად იაპონური დავიმატე.

- გაგიჭირდათ შესწავლა?

- როგორია იაპონელების ცხოვრების წესი, როგორ მიგიღეს?

- ცხოვრების ტემპი ძალიან სწრაფია. კიოტოელებს არ უყვართ უცხოელები, ტურისტებს მაინცდამაინც ტკბილად არ ექცევიან, თუმცა მე უკვე როგორც თავისიანს, ისე მექცევიან. მკაცრები არიან, დიდ ყურადღებას აქცევენ ეტიკეტს, ქცევას, მოძრაობას, სიტყვებსაც კი. დღემდე ვერ შევეგუე ბევრ რამეს, რადგან არ მიყვარს შეზღუდვები, აქ კი უამრავი შეზღუდვაა.

იაპონელები საოცრად შრომისმოყვარენი არიან და სამსახურში დიდ დროს ატარებენ, სამუშაოს თავს აკლავენ. ძალიან მომეწონა წესრიგი და სისუფთავე ქუჩებში, რიგს ყოველთვის იცავენ. ტრანსპორტი დათქმულ დროზე მოდის და ზუსტად დათქმულ დროს მიგიყვანს დანიშნულების ადგილას.არ მომწონს, ყველას ერთი სტილის ტანსაცმელი რომ აცვია. რაღაცნაირი ფერმკრთალია გარემო, მე კი ფერადოვნება მიყვარს და ამიტომ როცა გარეთ გავდივარ, ყურადღებას ვიქცევ, თუნდაც ქერა თმით და მასში შერეული ვარდისფერი ელემენტებით...განსაკუთრებით გამაკვირვა ერთმა იაპონურმა ტრადიციამ - რამდენიმე წლის წინ კოსუკეს 80 წელს გადაცილებული ბებია გარდაეცვალა. წავედით ნარაში, სადაც კოსუკეს დედა ცხოვრობს.

ჩემმა დედამთილმა, ბებოს იქით ოთახში სძინავსო. რანაირად სძინავს-მეთქი, კი ვიფიქრე, მაგრამ რას ვიტყოდი? გავედით ოთახში და ვხედავ, ძირს ლოგინია გაშლილი (ძველებურ სახლებში იატაკზე სძინავთ) და წევს გარდაცვლილი. ეს კიდევ არაფერი, მაგრამ ბებიას ოთახში ვივახშმოთო, რომ თქვა, თვალები შუბლზე ამივიდა. სუფრა გაშალეს და იქვე დაიწყეს ჭამა, მე კი კრიჭა შემეკრა. რას შევჭამდი, გვერდით ბებია ესვენა.დილას მოიტანეს ყუთი - 4 ფიცარს გარედან თეთრი ატლასი ჰქონდა გადაკრული. ჩაასვენეს ბებია და ჩაულაგეს ფული, ყველანაირი საჭმელი, ხილი, რაც უყვარდა და გადაასვენეს რიტუალების სახლში. იქ ორ დღეს ასვენებენ პანაშვიდებისთვის.

შესასვლელში არის მიმღები, სადაც ხალხი კონვერტით ტოვებს ფულს, 5.000-დან 30.000 იენამდე, ოღონდ ქაღალდის ფულის ოდენობა არ უნდა უდრიდეს 4-ს, რადგან 4 სიკვდილს ნიშნავს. ამიტომ კონვერტში უნდა ჩადოთ, მაგალითად, ხუთი ცალი 1000-იენიანი, ორი ცალი 5.000-იენიანი და 1 ცალი 10.000-იენიანი და ა.შ..

სიაში ჩაწერთ სახელს და გვარს, მისამართს და შეხვალთ პანაშვიდზე, რომელსაც ბუდისტი ბერი გადაიხდის. სამძიმარზე მისულები სხდებიან (წრეს არ უვლიან ჩვენსავით). ლოცვის დროს ყველას ხელში კრიალოსანი უჭირავს. ბერი წვავს სპეციალურსუნიან რაღაცას, საკმეველივით... მეორე დღეს, გასვენების შემდეგ, კრემაციისთვის განკუთვნილ ადგილას წავედით...ერთ, არც ისე დიდ ოთახში აკლდამასავით უზარმაზარი რამდენიმე ღუმელი იყო. უკანასკნელად გამოვემშვიდობეთ მიცვალებულს, შემდეგ კუბოიანად ქვის გრძელ მაგიდაზე მოათავსეს და ღუმელში შეუშვეს. კარი რომ დაიკეტა, კოსუკეს ბიძას უთხრეს, ღილაკისთვის თითი დაეჭირა. ისე ცუდად გავხდი, მეგონა, გული წამივიდოდა...

რამდენიმე საათის შემდეგ გამოაღეს ღუმლის კარი და გამოაცურეს დაფერფლილი ბებია. ბოლომდე არ იყო დაფერფლილი. ყველას დაურიგეს დიდი ჩხირები. ის იყო, გავიფიქრე, ნეტავ რას აპირებენ-მეთქი და, მაშინვე მეც მომაჩეჩეს. კოსუკემ ამიხსნა, ჩხირებით დარჩენილი დიდი ძვლები უნდა ჩავაწყოთ სპეციალურ ქილასა და ყუთშიო. ბოდიში მოვიხადე და უარი ვთქვი. მოშორებით დავდექი და ვუყურებდი, როგორ აწყობდნენ ძვლებს სათავსოში.მთავარი რიტუალი 49 დღის შემდეგ იმართება - ძვლებს სპეციალურად მომზადებულ საფლავში ათავსებენ. ქილაში მოთავსებული ძვლების ნაწილი შეგიძლიათ სახლში გქონდეთ, სადმე გაფანტოთ ან შესაბამისი ბუდისტური მიმდინარეობის ტაძარში მიაბაროთ...

- მოდი, ეს მძიმე თემა შევცვალოთ და მოგვიყევით თქვენს მეუღლეზე - რას საქმიანობს, როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- ჩემი მეუღლე პილოტია, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა პროფესიით მუშაობა და უკვე მერვე წელია, ტურისტულ ბიზნესშია, საკუთარი კომპანია აქვს. ერთმანეთი 7 წლის წინ გავიცანით კიოტოში და იმ დღის შემდეგ ერთად ვართ. საქართველოში რამდენჯერმე ჩამოვედით. მაშინ უცებ გადავწყვიტეთ და მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით ქორწილი გადავიხადეთ. საქართველოდან დაუვიწყარი მოგონებებით წამოვედით. როგორც ქართველები, ასევე იაპონელებიც ინდივიდუალურები არიან ოჯახში - ზოგი ცოლს ეხმარება ბავშვების აღზრდაში, ზოგი მუშაობს და ეს საკმარისი უნდა იყოს ცოლისთვის. უმეტესად ქმრები მუშაობენ და ცოლები დიასახლისობენ. ჩვენ ერთად ვაკეთებთ საოჯახო საქმეს, თუ რომელიმეს არ გვცალია, მაშინ ერთ-ერთი ვითავებთ. კოსუკე ძალიან მოსიყვარულე და თბილი ადამიანია.

- თქვენს გვერდზე წერდით, რომ იაპონიის განათლების სამინისტროს განცხადებით, 2019 წელს სკოლებში დაფიქსირებულა 672 496 ბულინგის შემთხვევა. საინტერესოა, რატომ?

- 2013 წელს დაიწყეს ბულინგის პრევენციაზე მუშაობა, მას შემდეგ, რაც მოსწავლემ სუიციდით დაასრულა სიცოცხლე.ახალი კანონით, სკოლაში ჩხუბი და დაცინვაც ბულინგად ითვლება. აქ ბავშვებს ასწავლიან, რომ არავისთან დამარცხდნენ. შესაბამისად, როცა გინდა, რომ პირველი იყო, გიწევს შენზე სუსტის დაჩაგვრა. ჩაგრავენ გარეგნობის, ან განსხვავებული ინტერესების, რასის გამო..განაგრძეთ კითხვა

ნახევარი მილიონი ჩეჩენისა და ინგუშის დეპორტაცია საქონლისთვის განკუთვნილი ვაგონებით - ოპერაცია "ჩეჩევიცას" უმძიმესი შედეგები

რატომ იხატავდნენ ქალები ფეხებზე სწორ ხაზებს მეორე მსოფლიო ომის დროს?

გოლფის ლეგენდამ სიკვდილს თვალებში ჩახედა - ტაიგერ ვუდსის მდიდრული ცხოვრება, სასახლეები და სასიყვარულო სკანდალები